logo
ENG



პური და ფქვილი სტრატეგიული თემაა - იმპორტიორები ეკონომიკურ შეღავათებს ელიან

13 მარ 202012:09
3 წუთის საკითხავი
 

იმპორტიორები თქმით, ნავთობზე ფასის კლების მიზეზი მასზე მოთხოვნილების ვარდნის გამო ხდება. როგორც ისინი ამბობენ, ამით არა მომხმარებლები, არამედ ბიზნესი ზარალდება, რადგან კომპანიების შემოსავალი საგრძნობლად იკლებს.

იმპორტიორები პურის ფასის ზრდას არ ელოდებიან, თუმცა საუბრობენ, რომ ტრანსპირტირების შემცირების რისკები არზებობს და რაიმე ალტერნატივა უნდა არსებობდეს.

როგორც „ფორმულას“ საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგაძემ განუცხადა, კრიზისულ პერიოდში მთავრობამ გარკვეული ეკონომიკური შეღავათები უნდა დააწესოს. 

„არის მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმები კრიზისების პერიოდში, რომ საგადასახადო კუთხით გარკვეული შეღავათები იყოს. ეს შეიძლება იყოს დღგ-ს მოხსნა, ან გარკვეული შეღავათები და ა.შ. ძალიან ბევრი ინსტუმენტია ამისთვის. პური, ფქვილი და ხორბალი სტრატეგიული თემაა“, - განაცხადა სილაგაძემ. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში საწვავის მოხმარება შემცირდება.

„ტურისტებისა და ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ეს პირდაპირ საწვავის მოხამრებას ამცირებს. სატრანზიტო გადაზიდვები შემცირებულია. მათ შორის ის, რომ დისტანციური ურთიერთობა დაიწყო, ეს ყველაფერი საწვავის მოხმარებას შეამცირებს. გლობალურ ბაზრობებზე ნავთობის ფასი დღეს არის უპრეცედენტოდ დაბალი. ეს ყველაფერი კორონავირუსს უკავშირდება. საქართველოშიც საწვავის მოხმარება, ალბათ, შემცირდება“, - აცხადებს მთვრალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადება პანდემიად გამოაცხადა. მნიშვნელოვანია ეკონომიკური დანაკარგებიც.

საქართველოში ამ დროისთვის ოფიციალურად 25 ადამიანია ვირუსით ინფიცირებული. მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს ტურიზმის სექტორს. გარდა რამოდენიმე ქვყეანასთან ფრენების აკრძალვისა, ტურისტები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღარ მიიჩნევენ და აუქმებენ სასტუმროების ჯავშნებს. 

სპეციალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ. 


close დახურვა