logo
ENG



პუტინი ნანობს, რომ უკრაინაში ომი უფრო ადრე არ დაიწყო

15 თებ 202412:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/15/7aismn342vjets1.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნანობს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები უფრო ადრე არ დაიწყო. ამის შესახებ მან როსია-1-ის ჟურნალისტთან, პაველ ზარუბინთან ინტერვიუში ისაუბრა.

პარალელურად, პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინაში ომი კრემლს არ დაუწყია და რუსეთში მხოლოდ მის შეჩერებას ცდილობენ.

პუტინი ინტერვიუში 2014 წლის ომზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2014 წლის დონბასის კონფლიქტის შემდეგ "დასავლელი ლიდერები მას ატყუებდნენ".

გაურკვეველია, საომარი მოქმედებების უფრო ადრე დაწყებაზე პუტინმა 2022 წელს უკრაინაში შეჭრა თუ 2014 წლის ომი იგულისხმა.

"როგორც მე ვთქვი, ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მხოლოდ ვცდილობთ მის შეჩერებას. პირველ ეტაპზე ჩვენ ვცდილობდით ეს გაგვეკეთებინა მშვიდობიანი საშუალებებით - მინსკის შეთანხმების დახმარებით. როგორც მოგვიანებით გამოაშკარავდა, ჩვენ აქაც გვატყუებდნენ, რადგან ყოფილმა გერმანის კანცლერმა და საფრანგეთის მინისტრმა აღიარეს და პირდაპირ, საჯაროდ განაცხადეს იმის შესახებ, რომ ისინი არც აპირებდნენ ჩვენი ამ პირობების შესრულებას, უბრალოდ დროს იგებდნენ იმისთვის, რომ დამატებით გაეტენათ უკრაინის რეჟიმი იარაღით, რაც წარმატებით შეძლეს კიდეც. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ ვინანოთ არის ის, რომ არ დავიწყეთ ჩვენი აქტიური მოქმედებები უფრო ადრე, იმის იმედით, რომ საქმე წესიერ ადამიანებთან გვქონდა", - ამბობს პუტინი. 


close დახურვა