logo
ENG



პუტინის განკარგულებით, წითელ მოედანზე სპორტული აღლუმები აღდგება

20 დეკ 202314:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/20/8swxsn3ex1wqwn6.jpeg

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, მოსკოვში, წითელ მოედანზე სპორტული აღლუმები აღდგება. გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, მთავრობამ 2024 წლის მარტამდე აღლუმის ჩატარებასთან დაკავშირებით წინადადებები უნდა მოამზადოს.

წითელ მოედანზე სპორტული აღლუმების ტრადიციის აღდგენის ინიციატივით კრივის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი უმარ კრემლევი გამოვიდა.

პირველი სპორტული აღლუმი წითელ მოედანზე 1919 წელს ჩატარდა. 1931 წლის შემდეგ ასეთი აღლუმები იოსებ სტალინის თანდასწრებით რეგულარულად იმართებოდა. აღლუმებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ბოლო მასშტაბური სპორტული აღლუმი წითელ მოედანზე 1945 წლის აგვისტოში ჩატარდა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას მიეძღვნა. კრემლის კედლებთან მხოლოდ მუშათა დემონსტრაციები და სამხედრო აღლუმები დაიწყო.


close დახურვა