logo
ENG



პუტინის თქმით, 2000 წელს კლინტონს რუსეთის NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზე ჰკითხა

22 თებ 202200:02
3 წუთის საკითხავი
 
პუტინის თქმით, 2000 წელს კლინტონს რუსეთის NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზე ჰკითხა

ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ 2000 წელს, მოსკოვში ჩასულ აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს NATO-ში რუსეთის გაწევრიანების შესაძლებლობაზე ჰკითხა. 

მისი განცხადებით, პასუხად კლინტონისგან თავშეკავებული რეაქცია მიიღო. 

მისივე შეფასებით, "აშშ-ის რეალური დამოკიდებულება ამ საკითხზე ალიანსის შემდგომ ქმედებებში გამოიხატა, როცა მხარი დაუჭირა ტერორისტებს ჩრდილოეთ კავკასიაში, გამოხატა ზიზღი მოსკოვის პრობლემების მიმართ, გავიდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებიდან და გაფართოვდა". 

პუტინმა თქვა: "რა საჭირო იყო ეს ყველაფერი? რატომ უნდა გაიხადო რუსეთი მტრად, იმ შემთხვევაშიც, თუ არ გინდა მასთან მეგობრობა?"

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, "აშშ-ს უბრალოდ არ სჭირდება, რომ არსებობდეს ასეთი დიდი სახელმწიფო და შეეცდება, შეაჩეროს მისი განვითარება. სწორედ ეს არის ამერიკის პოლიტიკის და რუსეთისადმი დამოკიდებულების საფუძველი". 

ვლადიმირ პუტინმა ასევე თქვა, რომ NATO უგულებელყოფს რუსეთის გაფრთხილებებსა და პროტესტს მის საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განლაგების შესახებ. 

"მათ ფეხებზე დაგვიკიდეს და ის გააკეთეს, რაც საჭიროდ მიიჩნიეს. ასეც გააგრძელონ. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ჩვენ ამას არასდროს დავთანხმდებით. რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს იმას, რომ ყველაზე რთული პრობლემები დიპლომატიური მეთოდებით, მოლაპარაკების მაგიდასთან მოგვარდეს. 

უკრაინის ალიანსში გაწევრიანება და შემდგომ მის ტერიტორიაზე NATO-ს ინფრასტრუქტურის განლაგება უკვე გადაჭრილი საკითხია. ამ შემთხვევაში რუსეთისთვის ომის საფრთხე მრავალჯერ გაიზრდება, მით უმეტეს, რომ ალიანსი რუსეთს მიიჩნევს მთავარ საფრთხეს და მისი სტრატეგია იძლევა მტრის სარაკეტო სისტემებზე პრევენციულ დარტყმის შესაძლებლობას".- თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. 


close დახურვა