რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებაზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.
ეს საკითხი მან დღეს გამართულ რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა.
მანამდე, პუტინს დონეცკის და ლუგანსკის საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელებმა მიმართეს და დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვეს.
15 თებერვალს რუსეთის დუმამ პრეზიდენტს მიმართა, რომ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს.
ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებმა უკრაინისგან დამოუკიდებლობა 2014 წლის მაისში გამოაცხადეს. რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს კიევი. ორივე ე.წ. რესპუბლიკა აღიარებული აქვს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ცხინვალის რეგიონს.