logo
ENG



პუტინის თქმით, ლუგანსკისა და დონეცკის საკითხზე მინსკის შეთანხმებიდან გამომდინარე იმსჯელებს

15 თებ 202220:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/15/zzi3jl39clu0k0u.jpg

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ რუსეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს დონბასში მცხოვრებლებს და დუმის დეპუტატების გრძნობენ საზოგადოებრივ აზრს.

რუსეთის დუმა პრეზიდენტს მიმართავს, რომ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს. 

გერმანიის კანცლერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უთანაგრძნობს დონბასის მცხოვრებლებს და მხარს უჭერს.

"ჩვენ და მე გამოვალ იქიდან, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დონბასის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ გავაკეთოთ ეს ისე, როგორც ეს თქვა, ფედერალურმა კანცლერმა [ოლაფ შოლცმა], პირველ რიგში, მინსკის შეთანხმების შესრულების არასრულად რეალიზებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე", - ამბობს პუტინი.

ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებმა დამოუკიდებლობა 2014 წლის მაისში გამოაცხადეს. რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს უკრაინა. ორივე ე.წ. რესპუბლიკა აღიარებული აქვს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ცხინვალის რეგიონს.

დღეს საპასუხოდ უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული - იხილეთ ვრცლად


close დახურვა