logo
ENG



პუტინის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოშია

21 აგვ 202214:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/21/ikl8wav8imdjwxw.jpg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი სერგეი მარკოვი აცხადებს, რომ კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ მარკოვმა სოციალურ ქსელში განაცხადა. დუგინის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

"საბრალო ალექსანდრ დუგინი. ის ახლა საავადმყოფოშია" - აცხადებს სერგეი მარკოვი.

მარკოვმა დუგინს შვილის, დარია დუგინის დაღუპვა მიუსამძიმრა, რომელიც გუშინ მანქანაში ააფეთქეს. მარკოვმა განაცხადა, რომ მომხდარი, შესაძლოა, უკრაინის დაზვერვის სამსახურების დაგეგმილი ყოფილიყო.

კიევს დარია დუგინას აფეთქებაში ბრალი ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტმა ლიდერმა, დენის პუშილინმაც დასდო.

კიევი დარია დუგინას აფეთქებასთან კავშირს უარყოფსუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის აზრით, მომხდარი რუსეთის ხელისუფლების შიგნით გავლენებისა და ძალაუფლებისთვის დაპირისპირებებზე მეტყველებს. 

მოსკოვში კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა მანქანაში ააფეთქეს.

პუტინის ყოფილი მრჩეველი, სერგეი მარკოვი აცხადებს, რომ შემთხვევა მოსკოვის დროით 21:35 საათზე მოხდა და იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო.

გავრცელდა შემთხვევის ადგილას გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს ალექსანდრ დუგინი, რომელიც აფეთქების შემდეგ ცეცხლწაკიდებულ მანქანას უყურებს.

დარია დუგინა ჟურნალისტი იყო, რომელიც ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინაში.

ის აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაშიც მოხვდა ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

2022 წლის მაისში მან რუსეთის ომი უკრაინაში "ცივილიზაციათა ჯახად" შეაფასა და გამოხატა სიამაყე, რომ როგორც ის, ისე მამამისი დასავლეთის მხრიდან სანქცირებულები არიან. 

თავად ალექსანდრ დუგინი დასავლეთმა სანქციების სიაში 2015 წელს შეიყვანა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში სავარაუდო მონაწილეობისთვის.


close დახურვა