რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლის პროპაგანდისტი დარია დუგინა სიკვდილის შემდეგ მამაცობის ორდენით დააჯილდოვა. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი დღეს მოაწერა.
"პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გამბედაობისა და თავდადებისთვის, დააჯილდოვეთ მამაცობის ორდენით დარია ალექსანდროვნა დუგინა"- ნათქვამია განკარგულებაში.
მოსკოვში კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა მანქანაში 20 აგვისტოს, ღამით ააფეთქეს. იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო.
დარია დუგინა დაიღუპა.
21 აგვისტოს მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, რუსეთის "ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა" აიღეს.
მანამდე რუსმა პროპაგანდისტებმა დუგინას მკვლელობაში უკრაინას დაადანაშაულა, ოფიციალურმა კიევმა კი დუგინას აფეთქებასთან კავშირს უარყო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, ტერორისტული სახელმწიფო არაა, ამასთან, მომხდარი რუსეთის ხელისუფლების შიგნით გავლენებისა და ძალაუფლებისთვის დაპირისპირებებზე მეტყველებს.