logo
ENG



ჟოზეფ ბორელი: მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გამოიძიოს ნავალნის მოწამვლის საქმე

19 იან 202121:09
3 წუთის საკითხავი
 

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის საქმიანობის გამოძიებისკენ მოუწოდა.

ბორელის თქმით, ნავალნის დაკავების საკითხი განიხილება ევროსაბჭოს სხვადასხვა სტრუქტურაში.

"დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება სანქციების სიას, ამას საბჭო გადაწყვეტს. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გამოიძიოს ნავალნის მოწამვლის საქმე და ითანამშრომლოს საერთაშორისო გამოძიებასთან. წამოიჭრა ჩრდილოეთ ნაკადის საკითხი. ეს არის კერძო ფირმების მიერ წამოწყებული პროექტი. ევროკომისიამ არა ერთხელ თქვა, რომ ამ პროექტის მიზანი არ არის ენერგოდივერსიფიცირება, მაგრამ კომპანიებს ხელს ვერ შევუშლით. მათ უნდა იცოდნენ, რომ ევროკავშირის წესების მიხედვით მოქმედება მოუწევთ", - განაცხადა ბორელმა.

17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. 18 იანვარს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ნავალნი 2021 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ომსკის ჰოსპიტალიდან ბერლინში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს. ომსკის ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო. ნავალნი კომიდან 15 სექტემბერს გამოვიდა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს. 

ამასთან 2020 წლის 21 დეკემბერს ნავალნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პოლიტიკოსის მტკიცებით, მისი მკვლელობის ორგანიზებაში ჩართულ ერთერთ პირს ესაუბრება. ნავალნის თქმით, კონსტანტინ კუდრიავცევი არის სამხედრო ქიმიკოსი, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ-ს) კრიმინალისტიკის ინსტიტუტის თანამშრომელია. როგორც ნავალნი ვიდეოში ყვება, კუდრიავცევი სწორედ ის პირია, რომელსაც მისი ტანსაცმლიდან კვალის დაფარვა დაავალეს. 


close დახურვა