logo
ENG



რა იკრძალება და რა არის დასაშვები - პრემიერის მრჩევლის განცხადება

24 მარ 202013:35
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოებას ის შეზღუდვები სეახსენა, რომლებიც ამჟამად, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს.

ჩიქოვანის თქმით, განსაკუთრებული შეზღუდვები ბოლნისსა და მარნეულშია.

„ფორმულა“ შეზღუდვების ჩამონათვალს უცვლელად გთავაზობთ:

„პირველი, მიმოსვლის შეზღუდვა - შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ. ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა. ჩერდება საქალაქთაშორისო გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით. შეჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლით მგზავრთა გადაყვანა. თვითმმართველი ქალაქის ფარგლებში შეჩერებულია სამარშრუტო ტაქსებისა და მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა.

"მეორე - 21 აპრილამდე შეჩერებულია სასწავლო პროცესი. 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების ადმინისტრაციები ვალდებულები არიან დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ. აიკრძალა ტრენინგები, სემინარები და კონფერენციები. 

"მესამე - აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიებების ჩატარება. აიკრძალა ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება, მათ შორის წვრთნები და ვარჯიშები. 

"მეოთხე - რაც შეეხება შეკრებებსა და მანიფესტაციებს, აიკრძალა ათზე მეტი პირის შეკრება საჯარო სივრცეში. საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე შენობის შიგნით. ეს არ ეხება კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს. აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც 10-ზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს - ისეთები, როგორიცაა სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიებები. 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებებში, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ისინი ვალდებული არიან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დაემორჩილნონ. 

"რაც შეეხება ეკონომიკურ საქმიანობას - რესტორნებს, საწარმოებს აქვთ მხოლოდ დისტანციური მომსახურების უფლება. შეჩერდა სილამაზის სალონების, ღამის კლუბების, გასართობი ცენტრების, კინოთეატრების საქმიანობა. აზარტული თამაშების მოწყობა მხოლოდ ელექტრონული ფორმითაა დასაშვები. სურსათის მწარმოებელი ობიექტები ვალდებული არიან სურსათის დამუშავებისას დაიცვან ტემპერატურები. პერსონალმა ხშირად დაიბანოს ხელი და გამშრალების შემდეგ ხელები 70%-იანი სპირტით გაიწმინდონ. მიტანის სერვისის ობიექტები ვალდებული არიან პერსონალი აღჭურონ შესაბამისად.

"რაც შეეხება საცალო ვაჭრობის ობიექტებს - ვალდებულები არიან პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით. გააკონტროლონ დისტანციის დაცვას. 

"რაც შეეხება კერძო საკუთრებას - საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე ვალდებული არიან განახორციელონ ფრენები, გამოყონ სასტუმრო და განთავსების ყველა თანმდევი პირობის შექმნის მიზნით. 

"საჯარო სერვისებთან დაკავშირებული სერვისები - ჩერდება ან გადაიდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები, ჩერდება ან გადაიდება შენობების დემონტაჟი, ჩერდება ადმინისტრაციული სარჩელის განხილვის ვადები“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

პრემიერის მრჩეველმა საზოგადოებას ასევე შეახსენა, თუ რისი უფლება ეძლევათ მათ.

„10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ მას აქვს გადაადგილების უფლება, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო, თავდაცვისა და პენიტენციურ დაწესებულებებში. თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

"საქმიანობის შეჩერება არ ეხება სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინალური პრეპარატების, საყოფაცხოვრებო ქიმიის, პესტივიდების, სათესლე და სანერგე საშუალების საშუალო რეალიზაციას.

"ასევე, შეჩერება არ ეხება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ბენზინის დიზელის, თხევადი გაზის მიწოდებას. ასევე სამედიცინო დანიშნულებისა და ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას. საქონლისა და სამედიცინო, ფარმაცევტული დანიშნულების პროდუქტის რეალიზაციას. საქონლისა და პროდუქტის საცალო და საბითუმო რეალიზაცია თუ ეს ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსსახურებით, ხოლო საბითუმო რეალიზაცია ხორციელდება ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში წვდომის გარეშე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 67 შემთხევვა ფიქსირდება, რომელთაგან 2 ავსტრიის მოქალქე იყო და ისინი სპეცრეისით უკვე გაემგზავრნენ საკუთარ სამშობლოში. 9 პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.   

 


close დახურვა