logo
ENG



რა ხდება უკრაინაში - განახლებადი

14 მარ 202211:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/07/7d5ljbnb6ja7vl9.jpg
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ლტოლვილად მილიონზე მეტი უკრაინელი იქცა. რუსეთი რამდენიმე ქალაქს უტევს, თუმცა, წარმატებას ვერ აღწევს.

 

მედია: ორსული ქალი, რომელიც დაბომბვის დროს მარიუპოლში სამშობიაროში დაიჭრა, გარდაიცვალა 

14.03 - 10:14

ინფორმაცია ჟურნალისტმა ასია დოლინამ გაავრცელა. 

ის პირველი ქალია, რომლის ფოტოებიც რუსების თავდასხმის შემდეგ მარიუპოლის კლინიკდან გავრცელდა.

დაიღუპა მისი მუცლად მყოფი შვილიც. 

ფოტოები AP-ის ფოტოგრაფმა, ევგენი მალოლეტკამ გადაიღო. ქალის გარდაცვალების შესახებ ცნობა მანაც დაადასტურა. 

რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ მარიუპოლის დაბომბილ სამშობიაროში ორსული ქალები არ იყვნენ, ხოლო ვინც იყო, მსახიობობდა

 

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში New York Times-ის ჟურნალისტი მოკლეს

13.03 - 17:11

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ქალაქ ირპენში New York Times-ის ჟურნალისტი მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი ჟურნალისტი. 

 

ხერსონის საოლქო საბჭომ სახალხო რესპუბლიკის იდეას მხარი არ დაუჭირა

13.03 - 14:14

ხერსონის საოლქო საბჭომ ხერსონის სახალხო რესპუბლიკის იდეას მხარი არ დაუჭირა.  

საოლქო საბჭოს სხდომა 12 მარტს, დაჩქარებული წესით, დისტანციურად ჩატარდა. 

"ხერსონი უკრაინაა. ჩვენი ქვეყანა მთლიანი და ერთიანია". - განაცხადა საბჭოს დეპუტატმა, სერგეი რიბალკომ

ქალაქის საკრებულოს პოზიცია მერმა, იგორ კოლიხაევმაც გაიზიარა. 

ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის მსგავსად, რუსი ოკუპანტები ხერსონშიც გეგმავდნენ "სახალხო რესპუბლიკის" შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას. კენჭისყრა დღეს, 13 მარტს უნდა ჩატარებულიყო. 

"ხერსონის რეგიონი არ არის დაპყრობილი და წინააღმდეგობას უწევს დამპყრობელს. ხერსონი უკრაინაა. ჩვენ ვართ უკრაინა. უკრაინა სუვერენული და ერთიანია. ყველაფერი დანარჩენი პროვოკაცია და მტრის ბოროტი ინსინუაციებია. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! მე, ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი და ხერსონის საკრებულოს დეპუტატები კოლეგებს მივმართავთ და ხაზს ვუსვამთ: ხერსონი იყო, არის და დარჩება უკრაინის ტერიტორია". - ამბობს კოლიხაევი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ოკუპანტების მსგავსი ინიციატივებს აბსოლუტურად უმნიშვნელოა, ვინაიდან რუსული ჯარები დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას, ხოლო კოლაბორატორებს სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრებათ. 

ამასთან, ხერსონის იგორ კოლიხაევის თქმით, რუსი ოკუპანტები ხელს უშლიან ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანას. ქალაქში საკვების და მედიკამენტების პრობლემაა. 

 

რუსეთმა ლვოვში 8 რაკეტა ისროლეს, დაიღუპა 9 ადამიანი

13.03 - 12:41

უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ლვოვში ოკუპანტებმა 13 მარტს 8 რაკეტა ისროლეს. 

რუსულმა ჯარებმა ავიაიერიში მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე განახორციელეს. 

ამ დროის ინფორმაციით, თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 57. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის შეფასებით, ეს ევროკავშირსა და ნატოს საზღვარზე განხორციელებული მორიგი ტერორისტული თავდასხმაა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. 

"რუსეთი თავს დაესხა მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს ლვოვის მახლობლად. აქ უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობენ. მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე ევროკავშირისა და ნატოს საზღვართან. ამის შესაჩერებლად შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. დახურეთ ცა!". - აცხადებს რეზნიკოვი.

უკრაინის ხელისუფლება დასავლეთს ცის დახურვას სთხოვს, თუმცა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ ამაზე უარს აცხადებენ, ვინაიდან, მათი შეფასებით, ეს იქნება "ომში პირდაპირი ჩართვა". 

 

ჩერნიგოვში 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბეს

13.03 -11:55

13 მარტს ჩერნიგოვში 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. დაღუპულია 1 ადამიანი, ხოლო 7 ის გადარჩენა მოხერხდა. 

ამასთან ერთად, გარდა კიევისა და მარიუპოლისა, ზაპაროჟნიის, კრივოროჟსკისა და ნიკოლოევსკის მიმართულებები ცხელ წერტილებად არის გამოცხადებული.

 

რადა: რუსებმა ავიაიერიში მიიტანეს სვიატგორსკის ლავრაზე, სადაც თავს 520 დევნილი აფარებდა

13.03 - 09:29

12 მარტს, 22:00 საათზე რუსეთმა ავიაიერიში მიიტანა სვიატოგირსკის ​ლავრაზე, რომელიც მე-16 საუკუნეშია აშენებული. 

ბომბი იმ ხიდიდან 50 მეტრის დაშორებით აფეთქდა, რომელიც სივერსკი დონეცის მდინარის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებს. ბომბი სვიატოგირსკის ​ლავრის შესასვლელთან ახლოს ჩამოვარდა. 

აფეთქებამ ლავრის ტაძრის ფანჯრები ჩაამსხვრია. 

დაიჭრა ათობით ადამიანი, ისინი სვიატგორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა. 

12-13 მარტის ღამით ყველა დევნილი და სასულიერო პირი მონასტრის ბუნკერში გადაიყვანეს.  

სვიატგორსკის ლავრაში თავს 520 დევნილი აფარებს, მათგან 200 ბავშვია. სვიატგორსკში სულ 10 ათასი ადამიანი იქცა დევნილად. 

 

კულება: რუსეთი 2014 წლის სცენარით მოქმედებს, ცდილობს მოაწყოს ყალბი რეფერენდუმი ხერსონში

12.03 - 22:53

"2014 წლის სცენარის შესაბამისად, რუსები ახლა სასოწარკვეთილად ცდილობენ ყალბი რეფერენდუმის მოწყობას ცრუ „სახალხო რესპუბლიკისთვის" ხერსონში. ვინაიდან ამას არცერთი მოქალაქე მხარს არ უჭერს, პროცესი მთლიანად დადგმული იქნება.

თუ ამას განახორციელებენ რუსეთს მძიმე სანქციები უნდა დაუწესდეს. ხერსონი არის და ყოველთვის იქნება უკრაინა."ტვიტერზე წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.

 

პოდოლიაკი: რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ვიდეო ფორმატში უწყვეტად მიმდინარეობს

12.03 - 22:26

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ახლა ვიდეოფორმატში უწყვეტად გრძელდება.

მისი თქმით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფიც.

„რუსეთის ფედერაციის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ვიდეოფორმატში უწყვეტად მიმდინარეობს. სპეციალური სამუშაო ქვეჯგუფები შეიქმნა. უკრაინის პოზიციები წინა დირექტივების შესაბამისად განისაზღვრება“, - ტვიტერზე წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

 

უკრაინის თავდაცვა: რუსებმა ქალებისა და ბავშვების კოლონა ჩაცხრილეს, დაიღუპა 7 ადამიანი

12.03 - 22:09

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა 11 მარტს კიევის ოლქში ქალებისა და ბავშვების ევაკუაციის კოლონა ჩაცხრილეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა.

"ევაკუაციის მცდელობისას კიევის ოლქში შეთანხმებული ე.წ. მწვანე კორიდორის გავლის დროს, ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონა ჩაცხრილეს. კოლონაში მხოლოდ ქალები და ბავშვები იყვნენ. დაჭრილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. კოლონის ნაწილი, რომელიც გადარჩა, ოკუპანტების იძულებით უკან გაბრუნდა და ამ დრომდე ვერ ახერხებენ ადგილის დატოვებას. ამ დროისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია მათთან კავშირზე გასვლა, ასევე ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების აღმოჩენა", - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

 

უკრაინის რადა: მარიუპოლი გაანადგურეს, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია

12.03 - 21:56

უმაღლესი რადა უკრაინის ცის ჩაკეტვას ითხოვს. ამასთან, უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ დაბომბილი მარიუპოლის ფოტოები Facebook-ზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უკრაინას თვითმფრინავები უნდა მისცენ.

"მარიუპოლი გაანადგურეს...რუსული ჯარი აგრძელებს ქალაქის დაბომბვას. ამ დროისთვის შეუძლებელია მარიუპოლში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დასახელება. შეჩერდით ჯალათებო... აუცილებელია ცის ჩაკეტვა. მიეცით უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებები, თვითმფრინავები. უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვა არის ევროპის დაცვაც", - წერს უკრაინის რადა.

 

ზელენსკი ნატოში გაწევრიანებაზე: ახლა გვტკივა...ახლაა საჭირო ხელოვნური სუნთქვით დახმარება

12.03 - 21:19

"ახლა გვტკივა...ახლა საჭიროა ხელოვნური სუნთქვით დახმარება, რადგან ადამიანს სწორედ ახლა უჭირს. არ შეიძლება თქმა, რომ "ჩვენი კარი ღიაა". შეიძლება ადამიანი მაგ დროისთვის უკვე ცოცხალიც არ იყოს. მაშ რის კარია ღია? იმ ქვეყნად მიმავალი. ჩვენ კი ჯერ ამ ქვეყნად სიცოცხლე გვინდა. ამიტომაც ვიბრძვით",განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო მედიებთან პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე შეჯერებული პოზიცია ჯერ არ არსებობს. 

 

უკრაინის უშიშროება: ოკუპანტებს ხარკოვში მოქალაქეებზე ძალადობა დაავალეს, გვაქვს ჩანაწერი

12.03 - 21:15

უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს სატელეფონო საუბრის ხმოვან ჩანაწერს, სადაც მათი თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ხარკოვში მოქალაქეებისთვის პირდაპირ სროლისა და მათზე ძალადობის განკარგულება მიიღეს.

„ახლახან სნაიპერმა, რომელიც კოშკის თავზე ზის ღობის მიღმა 3 ადამიანი მოკლა. ისინი უბრალოდ ფანრებს ანათებდნენ ჩვენი მიმართულებით“ - ისმის უკრაინის უშიშროების გავრცელებულ ჩანაწერში.

 

ზელენსკი: ევროკავშირში გაწევრიანება დავიმსახურეთ, მკაფიო მხარდაჭერა გვჭირდება

12.03 - 21:07

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დავიმსახურეთ და არაა საჭირო დანაპირების მოცემა. საჭიროა ჩვენი მკაფიო მხარდაჭერა. არაა საჭირო საუბარი რაღაც მიზეზებსა და თარიღებზე. ეს არავის აინტერესებს. ომი გვაქვს - დღეს, და პასუხები კითხვებზე, რომლებსაც მსოფლიოს ვუსვამთ, გვინდა გავიგოთ - დღეს. თუ ნატო ამბობს - არას, ჩვენ ამას ვიგებთ. თუ ევროკავშირი ამბობს - კი-ს, მაშინ საჭიროა კონკრეტულად უთხრან ეს ყველას, და არა დიპლომატიური წვეთებით დააბალანსონ. რადგან მერე მთლიანად წვიმის ქვეშ იდგები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

იმ რუსი და ბელარუსი სამხედროებისთვის, ვისაც ბრძოლა არ სურთ, უკრაინამ ვებგვერდი შექმნა

12.03 - 20:30

კიბერპოლიციის განცხადებით, ეს საიტი დაეხმარება რუსეთისა და ბელარუსის სამხედროებს დაამყარონ კონტაქტი უკრაინის სახელმწიფო ორგანიზაციებთან და მიიღონ დეტალური მითითებები, თუ როგორ თქვან უარი უკრაინის წინააღმდეგ სისხლიან ომში მონაწილეობაზე.

სანაცვლოდ კი აგრესორი ქვეყნების სამხედროებს უკრაინა ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული პირობებით უზრუნველყოფას პირდება, რაც სამხედრო ტყვეობაში აღმოჩენილი ადამიანებისადმი სათანადო ჰუმანურ მოპყრობას ითვალისწინებს.

იმ სამხედროებს, ვინც საოკუპაციო ძალების მხარეს ბრძოლაზე უარს იტყვის ასევე შეუძლია, სურვილის შემთხვევაში უკრაინის ჯარებს შეუერთდეს და მათთან ერთად იბრძოლოს მიმდინარე ომში. 

 

მელიტოპოლის გატაცებული მერი ცოცხალია, თუმცა ოკუპანტები აწამებენ - ზელენსკი

12.03 - 20:02

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მელიტოპოლის გატაცებული მერი ცოცხალია, თუმცა რუსი ოკუპანტები მას აწამებენ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას აწამებენ, რათა აიძულონ გადაიღოს ვიდეო, სადაც მხარს უწერს რუსეთის საოკუპაციო ძალებს.

"ჩვენ ვიცით, რომ ის ცოცხალია. დღეს 2 ათასი ადამიანი გამოვიდა მელიტოპოლის ქუჩებში, რომელიც დროებით ოკუპირებულია. ოკუპანტები მერს აწამებენ, უნდათ ათქმევინონ, რომ რუსული ჯარის დანახვით კმაყოფილია. მათ ვიდეოს გადაღება სურთ. ასეთი ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ეს ტერორისტული აქტია...", - განაცხადა ზელენსკიმ საერთაშორისო მედიებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

კარდინალი: ვატიკანი მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ

12.03 - 19:31

ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ განაცხადა, რომ ვატიკანი მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ და უკრაინას ომის დასრულებაში უშუამდგომლონ.

როგორც კარდინალმა Vatican News-თან ინტერვიუში აღნიშნა, ვატიკანის პოზიცია ომთან დაკავშირებით უცვლელია და წმინდა საყდარი "ნებისმიერი შუამავლობისთვის მზადაა".

 

ზელენსკი: ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ დაახლოებით 1 300 სამხედრო დაკარგა

12.03 - 19:10

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანამ დაახლოებით 1 300 სამხედრო დაკარგა.

"ჩვენ დავკარგეთ დაახლოებით 1 300 სამხედრო, რუსეთმა კი 12 ათასზე მეტი. მე არ მიხარია, რომ მათ 12 ათასი ადამიანი გარდაეცვალა. ეს არაა მსოფლიოს ჩემებური აღქმა", - განაცხადა ზელენსკიმ საერთაშორისო მედიებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

წინასწარი დათვლებით, რუსეთმა 17 დღეში 362 ტანკი და 1200-ზე მეტი ჯავშან-მანქანა დაკარგა.

 

შოლცი და მაკრონი პუტინს ესაუბრნენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

12.03 - 18:59

ევროკავშირის ორი დიდი ქვეყნის ლიდერმა ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ რუსეთმა შეწყვიტოს უკრაინელების დაბომბვა და მკვლელობა.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის წარმომადგენლის ცნობით, საუბარი დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. პუტინთან საუბრამდე კი ორივე ლიდერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

 

ზელენსკი მომხრეა, რომ პუტინს პირისპირ, იერუსალიმში შეხვდეს

12.03 - 18:54

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომხრეა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირისპირ, იერუსალიმში შეხვდეს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სასურველია, რომ შეხვედრას შუამდგომლობა ისრაელის პრემიერმინისტრმა ნაფტალი ბენეტიმ გაუწიოს.

 

კირილენკო: ვოლნოვახა ფაქტობრივად აღარ არსებობს, ოკუპანტებმა გაანადგურეს ინფრასტრუქტურა

12.03 - 18:00

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს განცხადებით ქალაქი ვოლნოვახაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს ინფრაქსტრუქტურა.

„ქალაქი ვოლნოვახა ფაქტობრივად აღარ არსებობს. ოკუპანტებმა მთლიანად გაანადგურეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევაკუირებულია“, - განაცხადა დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციის უფროსმა პავლო კირილენკომ.

 

ზელენსკი: ბოლო ათწლეულების განმავლობაში უკრაინამ რუსულ ჯარს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა

12.03 - 17:48

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში უპრეცედენტო სიჩქარით ზარალს განიცდის.

ზელენსკის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე [16 დღეში] რუსეთის ტაქტიკურმა ბატალიონმა საბრძოლო უნარები დაკარგა, განადგურდა 360 ტანკზე მეტი, ასევე 1205 ჯავშან-მანქანა, დაახლოებით 60 თვითმფრინავი და 80 ვერტმფრენი.

 

უკრაინა: რუსეთი მაროდიორობას აკანონებს და ოკუპანტებს თვითგადარჩენის ფაზაში გადასვლას ავალებს

12.03 - 17:25

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთი მაროდიორობას აკანონებს და უკრაინაში ოკუპანტ ჯარისკაცებს თვითგადარჩენის ფაზაში გადასვლას ავალებს.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებს სერიოზული ლოჯისტიკური პრობლემების გამო მარაგები შეფერხებულად მიეწოდებათ, რის გამოც ხელმძღვანელობა მათ ადგილობრივი მოსახლეობისა და ობიექტების გაძარცვისკენ უბიძგებს და ადგილობრივებზე ძალადობას ახალისებს.

 

ხლანი: ხერსონის ოლქში სახალხო რესპუბლიკის შექმნაზე [ოკუპანტები] რეფერენდუმს ამზადებენ

12.03 - 17:20

უკრაინელი პოლიტიკოსის სერგეი ხლანის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შექმნაზე რეფერენდუმს ამზადებენ.

როგორც ხლანი Facebook-ზე წერს, ოკუპანტები ხერსონის საოლქო საბჭოსწევრებს ურეკავენ, კითხვით - მზად არიან თუ არა თანამშრომლობისთვის.

 

არესტოვიჩი: რუსებს რეზერვებისთვის აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან გამოჰყავთ სამხედროები

12.03 - 16:43

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთმა ომის დასაწყისში უკრაინაში 90 ბატალიონი შემოიყვანა, ამ დროისთვის მათგან 15 მთლიანად განადგურებულია, 20-ზე მეტს კი ბრძოლის უნარი წართმეული აქვს.

არესტოვიჩის თქმით, საოკუპაციო ძალები რეზერვებს ამობილიზებენ, მათ შორის აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბახიდან.

„მათ მცირე რეზერვები კიდევ აქვთ დარჩენილი, ისინი ახლა რეზერვებს ამობილიზებენ, აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან გამოჰყავთ „მშვიდობისმყოფელები“ და ნაწილობრივი მობილიზების იერით ცდილობენ დამატებითი სამხედროები გადასხა და აღადგინონ 20-30 ტაქტიკური ჯგუფის ბატალიონი. მაგრამ თავად განსაჯეთ ამგვარი ადამიანების ბრძოლისუნარიანობა“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

 

რუსეთის საელჩოსთან მოძრაობა ფემენის აქტივისტებმა რუსეთის ქმედებები გააპროტესტეს

12.03 - 16:00

 

შალვა პაპუაშვილმა რადას თავმჯდომარეს წერილი მიწერა

12.03 - 15:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარეს, რუსლა სტეფანჩუკს წერილი გაუგზავნა. 

მასში პაპუაშვილი წერს, რომ ​"ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება". 

პარლამენტის თავმჯდომარე სტეფანჩუკის 7 მარტის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა - რადას თავმჯდომარემ ქართველ დეპუტატებს ჰკითხა, "უღირდათ თუ არა რუსეთთან ვაჭრობის შენარჩუნება უკრაინის და საქართველოს ათასწლოვან მეგობრობად". რუსეთის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების შერბილებას გამოეხმაურა - 5 მარტის გადაწყვეტილებით, რუსეთი უფლებას აძლევს 15 ქართულ კომპანიას, რუსეთის ბაზარზე რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს. საქართველოს წინადადებაზე უარი არ უთქვამს და პირიქით, ქართველი მეწარმეებისთვის შესაძლებლობადაც შეფასდა. 

​პაპუაშვილი წერს: 

"1990-იანი წლების დასაწყისში და შემდგომ - 2008 წელს საქართველომ საკუთარი სისხლის ფასად პირველმა გამოსცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ათწლეულებია გრძელდება რუსული ოკუპაცია, რომელსაც ჩემი ქვეყნისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ყოველდღიურად ტრაგიკული შედეგები მოაქვს. დღეს კი უკრაინაში ვართ მომსწრე რუსეთის კიდევ ერთი სრულმასშტაბიანი აგრესიის.

საქართველო ყოველთვის გამოხატავდა ერთგულებას ჩვენი მოძმე უკრაინისადმი, განსაკუთრებით, 2014 წელს რუსეთის მიერ თქვენ წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ. ამ ისტორიულმა უსამართლობამ ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა. სწორედ ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი დახმარებისთვის, ომისა და აგრესიის შეჩერებისა და ნატოსა და ევროკავშირისკენ ჩვენი საერთო მომავლის გზაზე დაბრუნებისთვის.

საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას. ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის შეჭრის დაგმობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში - რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების მოწოდების თანაავტორობით, ევროპის საბჭოში - რუსეთის მონაწილეობის შეჩერების მხარდაჭერით.

ამიტომ გულდაწყვეტილები ვართ, რომ პოლიტიკურმა სპეკულაციებმა და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე და უანგარო მხარდაჭერას და სოლიდარობას.

ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს.

ბატონო თავმჯდომარევ, დარწმუნებული იყავით, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ვართ ერთიანი, და არა დაყოფილი, უკრაინისადმი მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს თანადგომას". - წერია პაპუაშვილის წერილში. 

 

უკრაინის პროკურატურა: 16 დღის განმავლობაში რუსული აგრესიის შედეგად 79 ბავშვი დაიღუპა

12.03 - 15:39

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, 16-დღიანი რუსული აგრესიის შედეგად 79 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 100 დაშავდა.

ყველაზე მეტი დაშავებული არის კიევის, ხარკოვის, სუმის, ხერსონისა და ჟიტომირის ოლქებში.

"ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის იმის გამო, რომ არ არის შესაძლებელი ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს", - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, დანგრეულია 280 სასწავლო დაწესებულება, მათგან 9 სრულად განადგურებულია. დონეცკის ოლქში დაზიანებულია 110 სასწავლო დაწესებულება, სუმში - 28, კიევში - 17.

 

პოდოლიაკი: ისრაელის პრემიერს ზელენსკისთვის არ შეუთავაზებია, რუსეთის პირობებს დათანხმებოდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ ისრაელის პრემიერმინისტრს არ მოუწოდებია უკრაინისთვის, რომ რუსეთის პირობებს დათანხმებოდა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

"ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფტალი ბენეტს ისევე, როგორც სხვა პირობით შუამავალ სახელმწიფოებს არ მოუწოდებია უკრაინისთვის რუსეთის რომელიმე მოთხოვნას დათანხმებოდა. ეს შეუძლებელია პოლიტიკური და სამხედრო მიზეზებით. პირიქით, ისრაელი მოუწოდებს რუსეთს უფრო სწორად შეაფასოს მოვლენები". - აცხადებს პოდოლიაკი.

ისრაელური მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრემიერი ნაფტალი ბენეტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უბიძგებდა, მიეღო რუსეთის მოთხოვნები, რაც ომის დასასრულის წინაპირობა იქნებოდა.

 

რუსებმა მარიუპოლში დაბომბეს მეჩეთი, სადაც თავს 80-ზე მეტი ადამიანი აფარებდა

12.03 - 15:35

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს მეჩეთი, სადაც თავს 80-ზე მეტი ადამიანი აფარებდა, მათ შორის, ბავშვებიც. 

ჰურემ სულთანის და მისი ცოლის, როქსოლანას მეჩეთში თურქეთის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. 

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია დაჭრილების და დაღუპულების შესახებ. 

 

იტალიამ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელიჩენკოს $578-მილიონიანი იახტა ჩამოართვა

12.03 - 10:15

იტალიამ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელიჩენკოს $578-მილიონიანი იახტა ჩამოართვა. 

გემი, სახელად SY A მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იახტაა

ანდრეი მელიჩენკო ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში 9 მარტს შეიყვანა. 

 

დნეპრშიკროპივნიცკში, ვასილევსკსა და კიროვგრადში აფეთქებებია

12.03 - 10:36

უკრაინის რამდენიმე ქალაქში: დნეპრშიკროპივნიცკში, ვასილევსკსა და კიროვოგრადში აფეთქებებია.

უკრაინული მედიის ცნობით, ვასილევსკში, სულ მცირე, 8 აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტები ადგილობრივ აეროპორტს ბომბავენ. 

დაბომბვის შემდეგ ვასილკოვში ნავთობის საცავი იწვის. 

 

ზელენსკი: მელიტოპოლის მერის მძევლად აყვანა დანაშაულია დემოკრატიის წინააღმდეგ

12.03 - 03:37

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მელიტოპოლის მერის მძევლად აყვანით რუსული საოკუპაციო ძალები ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

ზელენსკი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მოკავშირეები ვერ იპოვა, ვინც უბრძოლველად დაუთმობდა უკრაინულ ქალაქებს. 

აქ უკრაინაა. ჩვენ აქ ევროპა გვაქვს. აქ დემოკრატიული სამყაროა, შესაბამისად მელიტოპოლის მერის მძევლად აყვანა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ან საზოგადოების მიმართ, ან მხოლოდ უკრაინის მიმართ დანაშაული არაა, ეს დემოკრატიის წინააღმდეგ დანაშაულია.

მე გარწმუნებთ, რომ ამის შესახებ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მოსახლეობის 100% შეიტყობს. რუსი ოკუპანტების ქმედებები ISIS-ის ტერორისტების ქმედებებს გაუტოლდება" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

EU რუსეთისთვის სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

12.03 - 03:10

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი მიიღებს სანქციების მეოთხე პაკეტს, რითაც რუსეთს შეუწყვეტს პრივილეგიებს სავაჭრო და ეკონომიკურ ბაზარზე, შეუზღუდავს კრიპტო-აქტივების გამოყენებას და ევროკავშირის ფუფუნების საგნების რუსეთში ექსპორტს დაბლოკავს.

„ხვალ ჩვენ მივიღებთ ზომების მეოთხე პაკეტს, რათა კიდევ უფრო გამოვთიშოთ რუსეთი და დავასუსტოთ ის რესურსები, რასაც ამ ბარბაროსული ომის დაფინანსებისთვის იყენებს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მიკოლაევში ონკოლოგიურ საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს

12.03 - 02:39

მიკოლაევის რეგიონული ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი მაქსიმ ბეზნისენკო აცხადებს, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მიკოლაევში ონკოლოგიურ საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს.

ბეზნისენკოს ინფორმაციით, ამ საავადმყოფოში კიბოთი დაავადებულ პაციენტებს მთელი მიკოლაევის რეგიონიდან უწევენ დახმარებას.

მისი ცნობით, თავდასხმის შედეგად საავადმყოფოს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგა.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დიმიტრი პესკოვის ოჯახს სანქციებს უწესებს

12.03 - 00:53

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ოჯახს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის სახელმწიფო დუმას 12 წევრს, ვინც ჩართული იყო ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებაში, ასევე კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ცოლსა და ზრდასრულ შვილებს“ - განაცხადა ნედ პრაისმა.

 

ვარშავა და კრაკოვი უკრაინიდან ლტოლვილებს ვეღარ მიიღებენ

12.03 - 00:04

ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საზღვრების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გასული 2 კვირის განმავლობაში კრაკოვში 80-100 ათასი უკრაინელი ჩავიდა, ვარშავამ კი უკრაინიდან 200 000-ზე მეტი ლტოლვილი მიიღო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ქალაქებს მეტი ადამიანის მიღება არ შეუძლიათ.

პოლონურ მედიის ინფორმაციით, პოლონეთის ხელისუფლება ლტოლვილებს სხვა ქალაქებში დასახლებისკენ მოუწოდებს.

 

YouTube რუსულ სახელმწიფო არხებზე წვდომას მთელ მსოფლიოში შეზღუდავს

11.03 - 19:36

გარდა ამისა, კომპანიის სპიკერის ფარშად შადლუს განცხადებით, Youtube რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ იმ ვიდეოებს წაშლის, რომლებიც პლატფორმის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. საუბარია ძალადობრივი გამოსახულების მქონე ვიდეოებს. 

 

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევზე იერიში მიიტანეს

11.03 - 23:35

როგორც ოლქის გუბენაროტორი ვიტალი კიმი აცხადებს, ოკუპანტები ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილს ესვრიან.

მისივე თქმით, "ქალაქში ქაოტური სროლაა სამოქალაქო ობიექტების მისამართით".

 

აშშ-მ რუსეთისთვის დოლარის მიწოდება აკრძალა

11.03 - 21:47

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთისთვის ამერიკული დოლარების მიწოდება იკრძალება.

„იკრძალება აშშ-ის დოლარის ბანკნოტების ექსპორტი, ხელახალი ექსპორტი, გაყიდვები ან მიწოდება პირდაპირ ან არაპირდაპირ აშშ-დან ან ამერიკის მოქალაქისგან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის, რუსეთის ფედერაციის ან ნებისმიერი რუსეთის მოქალაქისთვის.“ - წერია პრეზიდენტის განკარგულებაში.

აკრძალვა ასევე ვრცელდება იმ უცხოელებზე, ვინც ეცდება გვერდი აუაროს ამ შეზღუდვას და იშუამდგომლებს რუსეთისთვის დოლარის ბანკნოტების მიწოდებაში. მსგავსი საქმიანობაში მონაწილეებს, შესაძლოა, ამერიკამ სანქციები დაუწესოს.

 

აშშ კრძალავს ზღვის პროდუქტების, არყისა და ბრილიანტის იმპორტს რუსეთიდან

11.03 - 19:50

დღეს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ში რუსული წარმოების პროდუქტების იმპორტი იკრძალება. მათ შორის თევზის, ზღვის ნაწარმის, ალკოჰოლური სასმლის, ბრილიანტების და იმ სხვა რუსული წარმოშობის პროდუქტების, რასაც აშშ-ის სახელმწიფო ხაზინა განსაზღვრავს. 

 

ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს რუსეთს გაუუქმოს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი

11.03 - 19:47

"ყველაზე უპირატესი ქვეყნის" სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა ერთმანეთთან საუკეთესო პირობებით ვაჭრობაზე - დაბალი ტარიფებით, ვაჭრობის რამდენიმე ბარიერითა და მაქსიმალურად დაშვებული იმპორტი", - განმარტა ბაიდენმა.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსებმა ბელარუსის ტერიტორიებზე იერიში მიიტანეს

11.03 - 19:36

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ბელარუსის ტერიტორიებზე იერიში მიიტანეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საუბარია უკრაინა-ბელარუსის საზღვართან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე. მათ ვიდეოც გამოაქვეყნეს.  

"მტერი თავს დაესხა ბელარუსის ტერიტორიას, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. მოიერიშე СУ ჯერ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადმოფრინდა, დაბომბა ჩვენი ტერიტორიები, რის შემდეგაც იერიში მიიტანეს ბელარუსის ტერიტორიაზეც. ორი თვითმფრინავის გადმოსვლა უკრაინის ტერიტორიაზე მეზობელი ქვეყნის ტერიტორიიდან მესაზღვრეებმა დააფიქსირეს", - წერია განცხადებაში.

 

ზელენსკის ადმინისტრაცია: ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს

11.03 - 19:15

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ მელიტოპოლის მერი რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.

"წინასწარი ინფორმაციით, ერთი საათის წინ ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი გაიტაცეს", - ამბობს პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია უკრაინაში სრულფასოვანი ხვნა-თესვის სამუშაობის დაწყება

11.03 - 18:21

ზელენსკის თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მიიღონ ის შედეგი, რასაც იმახსოვრებენ.

"დამისვეს კითხვა, რაც ლოგიკურია, გაზაფხულის დადგომასთან ერთად - რას ვუშვებით ხვნა-თესვის საკითხს?! როგორ დავიწყოთ სამუშაობი, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დროებით ოკუპირებულია. ჩემი პასუხი ძალიან მარტივია: მთელს ჩვენს მიწაზე, რაც არ უნდა იყოს იქ, ამ გაზაფხულზეც, ისევე როგორც ყოველთვის, უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი ხვნა-თესვის სამუშაოები. რა თქმა უნდა, იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია ხალხსა და სიტუაციაზე. რადგან საუბარია სიცოცხლეზე. სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია...", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის დაზვერვა: პუტინი ჩერნობილზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავს

11.03 - 18:04

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, პუტინი ჩერნობილზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავს.

დაზვერვის სამსახური იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურზე ტერორისტული თავდასხმის მომზადების ბრძანება გასცა.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებაში საოკუპაციო ძალები უკრაინის ჯარის დადანაშაულებას აპირებენ, რისთვისაც ცრუ "სამხილების" შექმნას უკვე ცდილობენ. კონკრეტულად, უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ანტონოვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გოსტმელში უკვე შენიშნეს რუსული მანქანა-მაცივრები, რომლებშიც დაღუპული უკრაინის დაცვის წევრების სხეულებს აგროვებენ. სავარაუდოდ ტერაქტის განხორციელების შემდეგ სწორედ ამ დაღუპულ უკრაინელებს გამოაცხადებენ დივერსანტებად.

 

უკრაინა: შეიარაღებულმა ძალებმა რუსი გენერალ-მაიორი, ანდრეი კოლესნიკოვი მოკლეს

11.03 - 17:38

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი მოკლეს. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალები ფეისბუქზე იტყობინება.

გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი 2021 წელს აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის (VVO) 29-ე არმიის მეთაური გახდა. მანამდე ის მოსკოვის რეგიონში განლაგებული გაერთიანებული შეიარაღების არმიის შტაბის უფროსად მსახურობდა.

 

პოდოლიაკი: რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად ISIS-ის ყოფილ მებრძოლებს დაჩქარებული წესით ქირაობს

11.03 - 17:25

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად დაჩქარებული წესით ISIS-ის 16 000 ყოფილ მებრძოლს ქირაობს.

 

ქალაქ ლუცკიზე თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაიჭრა

11.03 - 15:46

ვოლინის რაიონში, ქალაქ ლუცკიზე თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაიჭრა. ინფორმაციას ვოლინის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე იური პოგულაიკო ავრცელებს.

"სამწუხაროდ, დარტყმების შედეგად არის 4 გარდაცვლილი და 6 დაჭრილი. ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები დასრულებულია", - აცხადებს ის.

დღეს, 11 მარტს, რუსი სამხედროები თავს დაესხნენ ქალაქ ლუცკის.  ლუცკსა და დნეპრში ზოგიერთი ობიექტი ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს დაიბომბა, მას შემდეგ კი აფეთქების ხმა აღარ ყოფილა.

 

მსოფლიოს საუკეთესო სნაიპერი უკრაინაში ჩადის

11.03 - 14:40

 

ორსულ ქალს პარიუპოლიდან გოგო შეეძინა

11.03 - 14:38

 

მარიუპოლის მერის მოადგილე: ბოლო მონაცემებით, ქალაქში 1 207 მოქალაქე დაიღუპა

10.03 - 21:15

მარიუპოლის მერის მოადგილის, სერგეი ორლოვის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ქალაქში 1207 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

 

ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩერა

10.03 - 20:01

ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩერა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ევა-მარია ლიიმეცის თქმით, აკრძალვა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს გააგრძელებს. 

 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 71 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

20.03 - 16:30

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 71 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

 

ლავროვი მარიუპოლის სამშობიაროზე: ეს იყო რადიკალური ბატალიონის ბაზა

10.03 - 14:20

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბა განპირობებული იყო იმით, რომ საავადმყოფო რადიკალური ბატალიონის მიერ იყო დაკავებული. ამის შესახებ ლავროვმა ანტალიაში განაცხადა, სადაც სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

 

კულება: ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ

10.03 - 14:06

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თურქეთში სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ.

კულება აცხადებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე მაშინ იქნება თანახმა თუ უკრაინა პუტინის პირობებს შეასრულებს, რაც მისი თქმით, უკრაინის დანებებას გულისხმობს. 

საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ შეხვედრა ძირითადად ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხებოდა. მან ლავროვს მარიუპოლში ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობა და 1 დღით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, რასაც რუსული მხარე არ დათანხმდა. 

უკრაინის საგარეო მინისტრი ამბობს, რომ ის მზადაა ლავროვს ნებისმიერ ფორმატში მომავალშიც შეხვდეს.

 

დღეს უკრაინაში 7 ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა

10.03 - 12:30

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი, ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს. კორიდორები შემდეგ გზებზე მოქმედებს:

  1. ტროსტენეცი - პოლტავა
  2. კრასნოპოლი - პოლტავა
  3. სუმი - პოლტავა
  4. მარიუპოლი - ზაპოროჟიე
  5. ვოლნოვახა - პოკროვსკი
  6. იზიუმი - ლოზოვა
  7. ბუჩა, ბოროდიანკა, ირპენი, გოსტომელი - კიევი

 

მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 1 ბავშვია

10.03 - 11:21

ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს. მარიუპოლის დაბომბვისას 17 ადამიანი დაიჭრა.

რუსეთმა ქალაქ მარიუპოლში, რომელიც ომის დაწყების დღიდან ალყაშია მოქცეული, სამშობიარო სახლი და საავადმყოფო გუშინ დაბომბა.

 

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო ძალების მოქმედება მნიშვნელოვნად შემცირდა

10.03 - 11:04

მათი ინფორმაციით, რუსული ტრანსპორტის კოლონა, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან კიევისკენ მიემართებოდა გასულ კვირაში ძალიან უმნიშვნელოდ დაწინაურდა და მათ დიდი დანაკარგები აქვთ.

უკანასკნელ დღეებში რუსული ავიაციის მოქმედება უკრაინის ცაზე მნიშვნელოვნად შემცირებულია. ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ ამის სავარაუდო მიზეზი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების რუსეთისთვის მოულოდნელი ეფექტურობაა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ უკრაინასთან ომში ახალწვეულები გაგზავნეს.

რუსეთის დანაკარგების ფონზე კი ბრიტანეთი აცხადებს, რომ პრეზიდენტი პუტინი იძულებული გახდება რუსული არმიის სხვა დანაყოფები გამოიყენოს ან სხვა ადამიანური რესურსები მოიძიოს.

 

უკრაინის არმია კიევთან ახლოს კონტრშეტევაზე გადავიდა

10.03 - 10:12

გუშინ ღამით, კიევის სიახლოვეს უკრაინის ჯარი კონტრშეტევაზე გადავიდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინამ 5 რუსული ტანკის განადგურება შეძლო. ამ დროისთვის შეტაკებები ქალაქ კიევის დასავლეთით მიმდინარეობს.

"ჩვენ 5 რუსული ტანკი გავანადგურეთ. დილით, ქალაქ კიევის სიახლოვეს დასავლეთ გარეუბანში არტილერიის ხმა ისმოდა. ბრძოლა ახლაც მიმდინარეობს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია",- აცხადებს დენისენკო.

 

აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად დამატებით $14 მილიარდი გამოყო

10.03 - 08:29

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას 14 მილიარდი დოლარით დაეხმარება.

ამ თანხიდან, დაახლოებით 6.5 მილიარდი დოლარი პენტაგონმა გამოყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის, დანარჩენი კი სხვა დეპარტამენტებმა ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიზნებისთვის.

 

ზელენსკი: ვფიქრობ, რომ ბირთვული ომის საფრთხე ბლეფია

10.03 - 02:06

"ვფიქრობ, რომ ბირთვული ომის საფრთხე ბლეფია. ერთია იყო მკვლელი, მაგრამ მეორეა სიცოცხლე სუიციდით დაასრულო. ბირთვული იარაღის ყოველი გამოყენება ნიშნავს ყველა მხარის დასასრულს და არა მხოლოდ იმის, ვინც მას გამოიყენებს. უფრო ზუსტად, პუტინის მუქარა სისუსტის მაჩვენებელია. ბირთვული იარაღის გამოყენებით მხოლოდ მაშინ იმუქრები, როდესაც სხვა არაფერი არ მუშაობს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი იაზრებს ბირთვული იარაღის გამოყენების ნებისმიერი მცდელობის კატასტროფულ შედეგებს". 

 

აშშ უკრაინისთვის MIG-29-ის თვითმფრინავების გადაცემას მხარს არ უჭერს

10.03 - 01:42

პენტაგონი წინააღმდეგია, რომ უკრაინამ MIG-29-ის საბრძოლო თვითმფრინავები მიიღოს. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრო ლოიდ ოსტინი ესაუბრა პოლონელ კოლეგას, რომ ამ დროისთვის მხარს არ უჭერენ უკრაინისთვის დამატებითი თვითმფრინავების გადაცემას და ამიტომაც არ სურთ, თავიანთი დაცვის ქვეშ იხილონ ისინი.

პოლონეთის მთავრობა ამბობს, რომ მზადაა თავისი კუთვნილი საბრძოლო MIG-29 გერმანიაში აშშ-ს ბაზაზე განათავსოს, რათა შემდგომში ისინი უკრაინას გადაეცეს.

პრესკონფერენციაზე კირბიმ განმარტა, რატომაა აშშ მათი გადაცემის წინააღმდეგი.

"პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გზა უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად არის იარაღისა და სისტემების მიწოდება, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ რუსული აგრესიის დასამარცხებლად, კერძოდ, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვა. სხვა ქვეყნებთან ერთად ვაგრძელებთ ამ იარაღის მიწოდებას და ვიცით, რომ ისინი დიდი წარმატებით გამოიყენება.

თუმცა რუსული სამხედრო შესაძლებლობები მრავლისმეტყველია, მათი ათი ეფექტურობა შეზღუდულია უკრაინის სტრატეგიული ოპერაციული და ტაქტიკური სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემებით. მეორეც, ამჟამად უკრაინის საჰაერო ძალებს ჰყავს რამდენიმე ესკადრილია გამართული საჰაერო ხომალდებით. ჩვენი მონაცემებით, თვითმფრინავების დამატება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად არ შეცვლის უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტურობას რუსეთის შესაძლებლობებთან შედარებით. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ MIG-29-ს გადაცემით მოგება დაბალი იქნება.

და ბოლოს, სადაზვერვო სამსახურმა შეაფასა, რომ MIG-29-ის გადაცემა შესაძლოა არასწორად შეფასდეს, როგორც ესკალაცია და შესაძლოა რუსეთის სერიოზული რეაქცია გამოიწვიოს, რომელმაც შესაძლოა, გაზარდოს NATO-სთან სამხედრო ესკალაციის პერსპექტივები. ამიტომაც, უკრაინისთვის MIG-29-ს გადაცემას მაღალ რისკად ვაფასებთ. ამასთან, მიგვაჩნია, რომ არსებობს ალტერნატიული ვარიანტები, რომლებიც უფრო კარგად ერგება უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავაგრძელებთ სხვა ვარიანტების გამოყენებას".

 

ევროკავშირმა რუსეთს და ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესა

09.03 - 23:12

ევროკავშირმა სანქციები რუსეთის კიდევ 160 მოქალაქეს დაუწესა. 

განცხადებაში მითითებულია, რომ სანქცირებული პირები ძირს უთხრიან და საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. 

 

არესტოვიჩი: სამშობიაროს დაბომბვამდე ჯერ არაფერი იყო, ნაძირლებო, ახლა სხვანაირი ომი დაიწყება

09.03 - 22:33

"მარიუპოლის სამშობიაროზე თავდასხმამდე ჯერ კიდევ არაფერი იყო. ახლა, ნაძირლებო, სულ სხვანაირი ომი დაიწყება".

 

მარიუპოლის მერის მრჩეველი: ბლოკადის განმავლობაში 1300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

09.03 - 21:42

მარიუპოლის მერის მრჩეველი ამბობს, რომ ქალაქის ბლოკადის შედეგად დაახლოებით 1 300 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

"თითოეულისთვის ვიბრძოლებთ", - ამბობს პეტრ ანდრიუსჩენკო.

მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები სროლას არ წყვეტენ. 

 

ბაიდენი: მოვუწოდებ კონგრესს, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის $12 მილიარდიანი დახმარების გაცემას

09.03 - 21:41

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის დახმარების სახით $12 მილიარდის გადაცემას. 

"ჩვენ ვაგრძელებთ მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მაშინ, როცა ისინი თავიანთი ქვეყნისთვის იბრძვიან". - ამბობს ბაიდენი.

 

ჯონსონი: ცოტა რამაა იმაზე უფრო მეტად ამორალური, ვიდრე დაუცველების მიზანში ამოღება

09.03 - 21:22

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი მარიუპოლში საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა.

"ცოტა რამაა იმაზე უფრო მეტად ამორალური, ვიდრე დაუცველების მიზანში ამოღება. ავიათავდასხმებისგან დასაცავად დიდი ბრიტანეთი სწავლობს უკრაინის მხარდაჭერის დამატებით საშუალებებს და საზარელი დანაშაულებების გამო პუტინს პასუხს ვაგებინებთ", - წერს ტვიტერზე ჯონსონი.

 

"სიველურე!" - ზელენსკი მარიუპოლში სამშობრიარო სახლის დაბომბვაზე

09.03 - 19:50

"მარიუპოლი, რუსული სამხედროების მიერ პირდაპირი თავდასხმა სამშობიარო სახლზე. ადამიანები არიან ნანგრევების ქვეშ. ბავშვებია არიან ნანგრევების ქვეშ. ეს სიველურეა!"

 

მარიუპოლში რუსეთმა სამშობიარო სახლი დაბომბა

09.03 - 19:29

უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ მარიუპოლის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რუსეთმა სამშობიარო სახლი დაბომბა. უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, ვიაჩესლავ აბროსკინმა თავის ფეისბუქზე დაწერა, რომ რუსებმა მარიუპოლის სამშობიაროზე საარტილერიო დარტყმა დაიწყეს.

 

რუსეთის თავდაცვაში აღიარეს, რომ უკრაინაში ახალწვეულების ყოფნის "რამდენიმე ფაქტი" დაფიქსირდა

09.03 - 18:47

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ უკრაინაში ახალწვეულთა ყოფნის "რამდენიმე ფაქტი" გამოვლინდა. მათივე თქმით, თითქმის ყველა მათგანი რუსეთში დააბრუნეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკომ განაცხადა.

"სამწუხაროდ, ახალწვეულთა ყოფნის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებში, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციაში. თითქმის ყველა ასეთი სამხედრო მოსამსახურე უკვე გაყვანილია რუსეთის ტერიტორიაზე", - თქვა კონაშენკოვმა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვრცელდებოდა არაერთი ინფორმაცია, რომ რუსეთმა ომში ახალწვეულები გააგზავნა, რასაც ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლება უარყოფდა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობაც კი დადო, რომ ახალწვეულებს არ გაუშვებდნენ.

 

კულებას თქმით, ჩერნობილში რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს

09.03 - 17:50

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას თქმით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს.

კულებას განცხადებით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი სადგური დაზიანებულია, მას დიზელის გენერატორს დაუკავშირებენ, რაც უზრუნველყოფს ობიექტის კვებას 48 საათის განმავლობაში.

"ამის შემდეგ გამომუშავებული ბირთვული საწვავის სათავსოში გაგრილების სისტემა გაითიშება, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს. 48 საათში, შესაძლოა მსოფლიო მასშტაბით ტექნოგენური კატასტროფა მოხდეს. პუტინი უბრალოდ პლანეტას ანადგურებს", - წერს კულება ტვიტერზე.

 

კიევის რეგიონიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

09.03 - 15:47

ევაკუაცია ქალაქი ირპინიდან, ბუჩადან, გოსტომელიდან, ბოროდიანკადან და ვორზელიდან მიმდინარეობს.

კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსეი კულება აცხადებს, რომ პირველმა კოლონამ ადგილი უკვე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქალაქში, სადაც ევაკუაცია მიმდინარეობს ელექტროენერგია და სატელეფონო კომუნიკაცია შეფერხებულია, ამიტომ უკრაინის სამოქალაქო მომსახურების წარმომადგენლები ადგილობრივებს ქუჩებში ხმის გამაძლიერებლებით ატყობინებენ ევაკუაციის შესახებ.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა ჯამში 12 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა

09.03 - 13:42

უკრაინის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ 317 ტანკი, 1070 საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 120 საარტილერიო სისტემა, 49 თვითმფრინავი, 81 ვერტმფრენი, 28 საჰაერო თავდაცვის სისტემები დაკარგეს.

 

ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში რუსული ავიაციის ფრენა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა

09.03 - 11:55

დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების ფრენას სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს და რუსეთში კოსმოსურ და საავიაციო ტექნოლოგიების ექსპორტს ზღუდავს.

ამ ზომებით ბრიტანეთის ხელისუფლებას შეეძლება რუსული ავიაცია დააკავოს, რადგან ქვეყანაში მათი შემოსვლა და დაშვება კრიმინალურ დანაშაულად გამოცხადდა.

მინისტრებმა განაცხადეს, რომ სანქციები ასევე შეეხება კრემლთან დაახლოებულ პირებს.

 

პენტაგონი პოლონეთის წინადადებას MiG 29-ების აშშ-სთვის გადაცემაზე არასასურველს უწოდებს

09.03 - 03:44

პენტაგონი არასასურველს უწოდებს პოლონეთის წინადადებას მოიერიშე თვითმფრინავების, MiG 29-ების გადაცემის შესახებ, რომელიც შემდეგ უკრაინას უნდა მიეწოდოს. 

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, პენტაგონი კავშირშია პოლონეთის მთავრობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ქვეყნის წინადადება აჩვენებს უკრაინაში მებრძოლების გადაყვანის სირთულეს. 

"ჩვენთვის არ არის ნათელი, აქვს თუ არა ამ წინადადებას არსებითი დასაბუთება. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს პოლონეთთან და NATO-ს მოკავშირეებთან ამ საკითხისა და მასთან დაკავშირებული  სირთულეების შესახებ, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება სასურველია". - თქვა კირბიმ

მისივე შეფასებით, პოლონეთის იდეა შესაძლოა დიდი რისკის შემცველი იყოს, ვინაიდან აშშ და NATO ცდილობენ, თავი აარიდონ კონფლიქტს რუსეთსა და ალიანსს შორის. 

ჯონ კირბის ამ განცხადებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმაც თქვა, რომ პოლონეთის შეთავაზება მოულოდნელი იყო. 

8 მარტს პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს თავისი ყველა გამადგურებელი MIG-29 რამშტეინის საავიაციო ბაზაზე, რომელიც გერმანიაში მდებარეობს და აშშ-ის მთავრობის განკარგულებაშია. 

პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უკრაინას უჭერს, თუმცა, პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ უკრაინას იარაღს პირდაპირ ვერ გადასცემენ, ვინაიდან პოლონეთი კონფლიქტში მონაწილე მხარე არ არის. 

 

რუსებმა ჟიტომირის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაიღუპა 7 ადამიანი

09.03 - 03:10

რუსმა სამხედროებმა ჟიტომირის ოლქში ქალაქი მალინი დაბომბეს. საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა 7 კერძო ერთსართულიანი სახლი. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 2 2021 წელს დაბადებული ბავშვი. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

 

Pepsi რუსეთში გამაგრილებელ სასმელებს აღარ გაყიდის

09.03 - 01:30

 

რუსეთში საქმიანობას აჩერებს სტარბაქსი

09.03 - 01:30

 

კოკა-კოლა რუსეთში საქმიანობას აჩერებს

09.03 - 01:25

კოკა-კოლა რუსეთში საქმიანობას აჩერებს. 

„ჩვენი გულები იმ ადამიანებთანაა, რომლებიც უკრაინაში არაკეთილსინდისერი შეჭრის შედეგებს განიცდიან". - აცხადებს კომპანია. 

 

პოლონეთი მზად არის, აშშ-ს უფასოდ გადასცეს MIG-29-ის ტიპის გამანადგურებლები

09.03 - 01:00

პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს თავისი ყველა გამადგურებელი MIG-29 რამშტეინის საავიაციო ბაზაზე, რომელიც გერმანიაში მდებარეობს და აშშ-ის მთავრობის განკარგულებაშია. 

პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უკრაინას უჭერს, თუმცა, პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ უკრაინას იარაღს პირდაპირ ვერ გადასცემენ, ვინაიდან პოლონეთი კონფლიქტში მონაწილე მხარე არ არის. 

"იარაღის მიწოდების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილებაNATO-მ ერთსულოვნად უნდა მიიღოს. სწორედ ამიტომ, მზად ვართ, გადავიტანოთ ჩვენი ყველა საბრძოლო თვითმფრინავი რამშტაინის საბრძოლო ბაზაზე, მაგრამ არ ვართ მზად, გადავდგათ ნაბიჯები ჩვენით, იმიტომ, რომ როგორც ვთქვი, არ ვართ ამ ომის მხარე". - თქვა მორავიეცკიმ.

ამასთან, პოლონეთი აშშ-ს სთხოვს, მიაწოდოს გამოყენებული საფრენი აპარატები შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობებით. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანა მზად არის, დაუყოვნებლივ დაადგინოს თვითმფრინავების შესყიდვის პირობები. 

პოლონეთის ხელისუფლება ასევე მოუწოდებს NATO-ს მოკავშირეებს, რომლებიც MIG-29-ებს ფლობენ, ანალოგიურად მოიქცნენ. 

 

KFC რუსეთში 1000 რესტორანს დროებით ხურავს

08.03 - 23:10

KFC რუსეთში 1000 რესტორანს დროებით ხურავს. გადაწყვეტილება კომპანია Yum! Brands-მა მიიღო, რომელიც KFC-სა და Pizza Hut-ს ფლობს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ბრენდმა შეაჩერა ყველა ინვესტიცია და რესტორნების განვითარება რუსეთში. მათივე თქმით, რუსეთში მიღებულ მოგებას ისინი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაში დახარჯავენ.

 

Mcdonalds-ი რუსეთში რესტორნებს დროებით ხურავს

08.03 - 22:19 

სწრაფი კვების რესტორანმა Mcdonalds-მა განაცხადა, რომ რუსეთში 850 რესტორანს დროებით ხურავს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო მიიღო.

 

დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს აკრძალავს

08.03 - 21:11

დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას აპირებს. შესაბამის განცხადებას დღეს ქვეყნის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გააკეთებს. შეზღუდვები, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში, ეტაპობრივად ამოქმედდება და არ გავრცელდება რუსულ ბუნებრივ აირზე.

 

ხარკოვის ზოოპარკში ოკუპანტებმა 2 მოხალისე მოკლეს, რომლებმაც ცხოველებისთვის საჭმელი მიიტანეს

08.03 - 21:10

ხარკოვში მდებარე ზოოპარკში ოკუპანტებმა ორი მოხალისე მოკლეს, რომლებმაც ცხოველებისთვის საჭმელი მიიტანეს. როგორც ეკოპარკის მფლობელმა ალექსანდრ ფელდმანმა აღნიშნა, მოხალისეები ცდილობდნენ, რომ ზოოპარკში მყოფი ცხოველებისთვის საჭმელი სამ დღეში ერთხელ მაინც მიეტანათ.

 

რუსებმა მიკოლაევში ბაღის მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 3 მასწავლებელი

08.03 - 21:08

რუსეთის ძალებმა მიკოლაევის ოლქში საბავშვო ბაღის სამი მასწავლებელი მოკლეს. ოკუპანტებმა მიკროავტობუსს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც მასწავლებლები და აღმზრდელები შიგნით იმყოფებოდნენ და ბაღის მიმართულებით მიდიოდნენ. თავდასხმის დროს კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა.

 

აშშ რუსული ნავთობის და ბუნებრივი აირის იმპორტს კრძალავს

08.03 - 20:48

ამერიკის შეერთებული შტატები რუსული ნავთობის და ბუნებრივი აირის იმპორტს კრძალავს. 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსული ნავთობი აღარ შევა ამერიკულ პორტებში. 

"ჩვენ არ გვინდა პუტინის ომის სუბსიდირება". - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

მისი განცხადებით, გადაწყვეტილება პარტნიორებთან კონსულტაციით მიიღო. 

"ზოგ ქვეყანას არ შეუძლია, შემოუერთდეს ამ სანქციებს. ჩვენ შეგვიძლია ამ ნაბიჯის გადადგმა მაშინ, როცა სხვებს არ შეუძლიათ. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ მათთან  გრძელვადიან სტრატეგიაზე, რათა შევამციროთ მათი დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე. ჩვენ ვრჩებით ერთიანები ჩვენს მიზანში, გავაგრძელოთ ზეწოლა პუტინსა და მისი ომის მანქანაზე". - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

ჯო ბაიდენმა ასევე მიმართა ნავთობისა და გაზის კომპანიებს და აღნიშნა, რომ ომი და მისი შედეგები არ უნდა იყოს ფასების ზრდის საბაბი და რომ "ამას არ მოითმენს". 

ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს, რათა პუტინს დამატებითი დარტყმა მივაყენოთ. მაგრამ ფასის გადახდა ჩვენც მოგვიწევს. მე ადრეც ვთქვი, რომ თავისუფლების დასაცავად ფასის გადახდა ჩვენც დაგვჭირდება. რესპუბლიკელებს და დემოკრატებს ესმით ეს". - თქვა ჯო ბაიდენმა. 

ჯო ბაიდენმა ასევე მიმართა ნავთობისა და გაზის კომპანიებს და აღნიშნა, რომ ომი და მისი შედეგები არ უნდა იყოს ფასების ზრდის საბაბი და რომ ამას არ მოითმენს. 

 

მარიუპოლში 6 წლის ბავშვი დეჰიდრატაციით გარდაიცვალა

03.08 - 19:31

სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ის სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. 

უცნობია, რამდენ ხანს იყო ბავშვი ნანგრევებში.

ბავშვის დედა მანამდე გარდაიცვალა.

ქალაქი მარიუპოლი რვა დღეა, რუსი ოკუპანტების ალყაშია.

ქალაქს არ აქვს საკვები, წყალი, ელექტროენერგია, გათბობა და კომუნიკაციები. 

 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ 41 ბავშვი დაიღუპა, 76 კი დაშავდა

08.03 - 18:48

ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ გასულ დღეებში, ხარკოვში რუსული არმია 30 საშუალო სკოლას, 27 საბავშვო ბაღს, 5 უმაღლესი განათლების დაწესებულებას და ბავშვთა პანსიონატებს დაესხა თავს.

დენისოვას თქმით, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი მარიუპოლსა და ვოლნოვახაში. მისი ინფორმაციით, ამ ქალაქებთან წვდომა რუსული ჯარების ალყის გამო შეუძლებელია.

უკრაინის სახალხო დამცველი NATO-ს უკრაინის ცის დახურვისკენ მოუწოდებს. 

"მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს, მიიღონ ყველა ზომა რათა შეაჩერონ რუსეთის ფედერაციის სამხედრო თავდასხმა.

მე დაჟინებით ვთხოვ NATO-ს ქვეყნებს - დახურეთ ცა!", - აცხადებს ლუდმილა დენისოვა.

 

აშშ რუსეთიდან ნავთობის, ბუნებრივი აირის და ქვანახშირის იმპორტს აკრძალავს

08.03 - 17:56

 

უკრაინის საგარეო: რუსეთმა უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შენობები გაანადგურა

08.03 - 17:55

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინაში სხვა ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობები დაბომბეს. 

კერძოდ, რუსეთის სარაკეტო შეტევებმა დააზიანა შენობა მარიუპოლში, სადაც განთავსებულია საბერძნეთის გენერალური საკონსულო და ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისია. 

ხარკოვში განადგურდა სლოვენიის, აზერბაიჯანისა და ალბანეთის საპატიო საკონსულოები.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გმობს რუსეთის ქმედებებს. 

"რუსეთის შეიარაღებული თავდასხმები დიპლომატიური მისიების შენობებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების ვენის კონვენციების უხეში დარღვევაა. 

უკრაინული მხარე საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელებს უკრაინაში უცხოური დიპლომატიური მისიების შენობების განადგურების ფაქტებს დაამატებს, რათა რუსეთს თავის დანაშაულებზე მაქსიმალური პასუხისმგებლობა დაეკისროს". - აცხადებს უწყება. 

 

უკრაინული გამოცემა УНІАН-ის ინფორმაციით, სუმში მოქალაქეების ევაკუაციისას მტერმა ცეცხლი გახსნა 

08.03 - 16:25

УНІАН-ის ინფორმაციით, რუსეთმა ჰუმანიტარული დერეფნების ადგილას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. რუსული ტანკები ადგილს ბომბავენ და მექანიკურ იარაღებს იყენებენ.

მედიის ცნობით, გამშვები პუნქტიდან, სადაც ადგილობრივი ტერიტორიული დაცვის ძალებია განლაგებული, ყველა საგზაო ტრანსპორტს უკან, ქალაქისკენ აბრუნებენ. ასევე, ის ადამიანები, ვინც დღეს ქალაქ სუმის დატოვებას აპირებდა უკან ფეხით ბრუნდებიან.

 

პოდოლიაკი: მოლაპარაკებები უნდა იყოს რეალური და ადეკვატური, მიუღებელია ულტიმატუმის ტონი

08.03 - 15:33

„ცხადია, ჩვენ არ მივიღებთ არანაირ ულტიმატუმს, განურჩევლად იმისა, რას არ უნდა შეეხებოდეს ისინი. ჩვენს უკან ათობით მილიონი უკრაინელი დგას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვის ნებისმიერი ულტიმატუმის უკან ათობით მილიონი რუსი იდგეს. ეს მხოლოდ პროპაგანდისტული მითებია.

ჩვენი პოზიცია მარტივია: მოლაპარაკებები უნდა იყოს რეალური და ადეკვატური. ეს მათ არსებითად აქცევს და არსებით მოლაპარაკებებში მიუღებელია ულტიმატუმების ტონი. რაც უფრო მალე დათანხმდება რუსული მხარე ამას, ნაკლები დანაკარგი ექნება უპირველეს ყოვლისა რუსეთს ამ ომის შედეგად" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია საომარი მოქმედებები ნებისმიერ დროს შეაჩეროს თუ უკრაინა ყირიმს რუსეთის ნაწილად, ხოლო დონეცკსა და ლუგანსკს დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარებს და კონსტიტუციაში შესწორებებს შეიტანს. 

 

მარიუპოლში ჰუმანიტარულ კორიდორს რუსები ესვრიან

08.03 - 15:32

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, რუსმა სამხედროებმა მარიუპოლსა და ზაპოროჟიეს შორის ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით სროლა დაიწყეს.

მისივე თქმით, რვა სატვირთო და 30 ავტობუსი არის გზაში, რათა ქალაქს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს და მოსახლეობას ევაკუაციაში დაეხმაროს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ ევაკუაციას ხელს თვითონ უკრაინელები უშლიან ხელს.

 

Shell ნედლ რუსულ ნავთობსა და გაზს აღარ შეისყიდის

08.03 - 15:13

ბრიტანული კომპანია Shell გადის რუსული პროექტებიდან და ნედლი რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვას აღარ აპირებს. პარასკევს კომპანიამ ნავთობის შეისყიდა რუსეთისგან და განაცხადა, რომ სხვა ალტერნატივა არაა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ კომპანია გააკრიტიკა: "ხომ არ ასდის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი?"

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათობით ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაატარა. თუმცა სანქციები არ ეხება რუსული ნავთობის იმპორტს.

 

მარიუპოლ-ზაპოროჟიეს ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა

08.03 - 14:54

უკრაინის ვიცე-პრემიერმა და რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ დღეს ჰუმანიტარული კორიდორი მარიუპოლი-ზაპოროჟიეც გაიხსნა.

მისი თქმით, მარიუპოლში გაიგზავნა ჰუმანიტარული მანქანების კოლონა. მათ ადგილობრივებისთვის წამლები, წყალი, საკვები და პრიველადი საჭიროების ნივთები ჩააქვთ.

 

უკრაინა ორმა მილიონმა ადამიანმა დატოვა - გაერო

08.03 - 14:42

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინა ორმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი ამბობს, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სწრაფად მზარდი ლტლვილთა კრიზისია.

ზელენსკი: რუსეთს ბოლო 30 წელში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღეში

08.03 - 14:33

"უკვე მე-13 დღეა ვიბრძვით. ოკუპანტებს ვანადგურებთ ყველგან, სადაც შეგვიძლია. ყველგან. მაგრამ არის ცა. ასობით რუსული საფრენი რაკეტა. ოკუპანტების ასობით საბრძოლო თვითმფრინავი. ასობით ვერტმფრენი. დიახ, მათ ვანადგურებთ. რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში".

 

ზელენსკი: თუ მსოფლიო განზე გადგება - ის საკუთარ თავს დაკარგავს, სამუდამოდ

08.03 - 13:49

"თუ მსოფლიო განზე გადგება - ის საკუთარ თავს დაკარგავს. სამუდამოდ. რადგანაც არსებობს უპირობო ღირებულებები. ყველასთვის საერთო. პირველ რიგში, ესაა სიცოცხლე. სიცოცხლის უფლება ყველასთვის. სწორედ ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით უკრაინაში. სწორედ ის, რისი წართმევაც სურთ სუსტ ოკუპანტებს. ეს ისაა, რაც მსოფლიომ უნდა დაიცვას".

 

რუსეთი "არამეგობარი ქვეყნებიდან" შეტანილი სამედიცინო პროდუქციის გატანას ზღუდავს

08.03 - 12:57

რუსეთის მთავრობამ უცხოური წარმოების სამედიცინო პროდუქციის ქვეყნიდან გატანა დროებით აკრძალა. საუბარია პროდუქციაზე, რომელიც იმპორტირებული იყო იმ ქვეყნებიდან, რომლებიც შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ახლა საწყობში ან საბაჟო პროცედურებს გადიან.

შეზღუდვა არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, ისინი შეძლებენ სამედიცინო პროდუქციის გატანას პირადი მოხმარებისთვის.

"მთავრობის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის რუსეთში სამედიცინო პროდუქციის დეფიციტს არამეგობრული სახელმწიფოების მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომების გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინაში შეჭრის გამო აშშ-მ ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და რიგმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები გაატარეს. შეზღუდვების ქვეშ მოყვნენ რუსი ოლიგარქები, მთავრობის წევრები, სახელმწიფო კომპანიები და პუტინის გარემოცვის წარმომადგენლები. რუსეთმა აღნიშნული ქვეყნები "არამეგობარი სახელმწიფოების" სიაში შეიყვანა. 

 

ქალაქ სუმში ევაკუაციის კორიდორი გაიხსნა

08.03 - 12:37

უკრაინის, რუსეთისა და წითელ ჯვრის შეთანხმებით ევაკუაციის კორიდორი სუმში გაიხსნა. ადგილზე ცეცხლი დროებით შეწყვეტილია. ამის შესახებ რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ეს ამ დროისთვის ერთადერთი მოქმედი ჰუმანიტარული კორიდორია, რომელზეც უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ.

სუმიდან ევაკუაცია მხოლოდ 1 მარშრუტით მიმდინარეობს: სუმიდან ქალაქი პოლტავას მიმართულებით. ცეცხლი კი ამ გზაზე დილის 9 საათიდან შეწყდა. შეთანხმების მიხედვით, კორიდორი საღამოს 9 საათამდე იფუნქციონირებს.

მოქალაქეებს დაგეგმილი მარშრუტით ევაკუაცია საკუთარი მანქანითაც შეუძლიათ. 

 

Procter & Gamble რუსეთში ახალ ინვესტიციებს წყვეტს და პროდუქციის პორტფელს ამცირებს

08.03 - 12:20

უკრაინაში შეჭრის გამო ამერიკული კომპანია Procter & Gamble რუსეთში კაპიტალდაბანდებას წყვეტს და ბაზარზე ხელმისაწვდომი პროდუქტების რაოდენობას ამცირებს. გარდა ამისა, კომპანია სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებს აჩერებს.

ამის შესახებ გენერალურმა დირექტორმა ჯონ მელერმა განცხადებაში აღნიშნა.

"ჩვენ შევწყვიტეთ ყველა ახალი კაპიტალდაბანდება რუსეთში და შევაჩერეთ სარეკლამო საქმიანობა. საგრძნობლად ვამცირებთ პროდუქციის პორტფელს, რათა ვფოკუსირდეთ ძირითად პროდუქციაზე ჯანმრთელობისთვის, ჰიგიენისა და პირადი მოსვლის საშუალებებზე, რომელიც აუცილებელია ბევრი რუსული ოჯახისთვის და რომელზეც ყოველდღიურ ცხოვრებაში დამოკიდებულნი არიან", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული კორპორაცია ათობით ბრენდს აერთიანებს, მათ შორისაა Pampers, Ariel, Tide, Always, Tampax, Gillette, Head & Shoulders, Old Spice, Pantene და Olay.

 

იანუკოვიჩი ზელენსკის მიმართავს, "ომი შეაჩეროს"

08.03 - 11:37

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი მოქმედ პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, რომ "ომი დაასრულოს".

იანუკოვიჩი პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნევა, რომელმაც 2014 წლის მაიდნის მოვლენების შემდეგ ქვეყანა დატოვა და ამ დრომდე რუსეთში იმყოფება. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მას დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი და სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა.

ყოფილი პრეზიდენტის ტექსტი რუსეთის სახელმწიფო გამოცემა RIA-მ გაავრცელა. იგი მიმართავს ზელენსკის, რომ სხვებს არ მოუსმინოს:

"კარგად მესმის, რომ ბევრი "მრჩეველი გყავთ", მაგრამ უშუალოდ თქვენ ხართ ვალდებულნი, შეაჩეროთ სისხლისღვრა და სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოთ".

 

YouTube-მა სოლოვიოვის არხები წაშალა

08:03 - 10:57

YouTube-მა რუსი პროპაგანდისტისა და ტელეწამყვანის ვლადიმირ სოლოვიოვის არხები - სოლოვიოვ Live და კვირა საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად - წაშალა.

წამყვანმა YouTube-ს გადაწყვეტილებას "ომის გამოცხადება" უწოდა და მოუწოდა, რომ რუსეთში ვებგვერდი დახურონ.

 

სუმის ოლქში რუსეთის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები, მათ შორის ბავშვები

08.0 - 10:46

როგორც ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრი ჟივიცკი ამბობს, დაღუპულთა რაოდენობა ჯერ კიდევ ზუსტდება. თუმცა წინასწარი ინფორმაციით, არის 9 დაღუპული, აქედან 2 ბავშვია.

 

მსოფლიო ბანკი უკრაინას $723 მილიონს გამოუყოფს

08.03 - 09:45 

მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით $723 მილიონს გამოუყოფს "ეკონომიკური კრიზისიდან დაუყოვნებლივ გამოსასვლელად". მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

კვლევა: სანქციებით რუსეთმა ირანსა და სირიას გადაუსწრო და ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა

08.03 - 08:58

რუსეთმა ირანსა და სირიას გადაუსწრო მათზე დაკისრებული სანქციების რაოდენობით. მონაცემებს სანქციების მონიტორინგის შესახებ ვებგვერდი Castellum.ai ავრცელებს.

 

უკრაინულმა ძალებმა რუსების ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს

07.03 - 11:58

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, 21:10 საათზე მტრის მეორე თვითმფრინავი ჩამოაგდეს ქალაქთან საჰაერო ბრძოლაში.

რუსულმა ძალებმა ჟიტიმორში ნავთობის საცავი დაბომბეს

07.03 - 11:55 

რუსულმა ძალებმა ჟიტიმორის რაიოში, ჩერნიახივში ნავთობის საცავი დაბომბეს, რის შემდეგადაც ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.

უწყების ცნობითვე, მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლები უკვე გაიყვანეს. 

 

უკრაინის გენშტაბი: რუსები მსხვილი ქალაქებისა და სამრეწვლო ინფრასტრუქტურის დაბომბვას გეგმავენ

07.03 - 23:05

უკრაინული გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მსხვილი ქალაქების დაბომბვას და სამრეწვლო ინფრასტრუქტურაზე იარიშის მიტანას გეგმავენ.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ამ გეგმის განსახორციელებლად ოკუპანტებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ცენტრალური და აღმოსავლური ოლქების საავიაციო ჯგუფები გადაისროლეს.

 

 

Bellingcat-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინაში თავისი პრემიერის დანიშვნა უნდა

21:20

Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტი კრისტო გროზევი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთს უკრაინისგან ახალი პირობის შერულებას ითხოვს. კერძოდ, რუსეთს სურს, რომ უკრაინამ ოკუპირებული დონბასის [ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკები] დამოუკიდებლობა აღიარონ, ასევე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყოს ფორმალურ პრეზიდენტად, ხოლო პრემიერმინისტრის თანამდებობა რუსმა იური ბოიკომ დაიკავოს.

 

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 230 მილიონი დოლარით დაეხმარება

07.03 - 20:58

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 230 მილიონი დოლარით (175 მილიონი ფუნტი) დაეხმარება. 

"დადგა მომენტი, როდესაც უკრაინელებმა უნდა შექმნან ჰუმანიტარული, ეკონომიკური და თავდაცვითი სამხედრო მხარდაჭერის კოალიცია, რათა უზრუნველყონ პუტინის მარცხი ამ კატასტროფულ შეჭრაში", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა.

 



რუსულმა ძალებმა ქალაქ მაკარივში პურის საწარმო დაბომბეს, გარდაცვლილია 13 ადამიანი

07.09 - 19:40

 

შარლ მიშელი: უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ

07.03 - 17:45

ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის ურყევია. უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ.

ურსულა ფონ დერ ლაიანის თქმით, EU რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს

07.03 - 17:43

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიანის განცხადებით, "კრემლის თავზეხელაღებულობის გამო, მათ შორის, მოქალაქეების, ბავშვებისა და მამაკაცების მიმართ", ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს.

როგორც ლაიანმა აღნიშნა, უკვე დაწესებული სანქციები მტკივნეულია და რუსეთის ეკონომიკაში დაღმასვლა შეინიშნება.

უკრაინის ვიცეპრემიერის თქმით, შეთავაზებული ევაკუაციის მარშრუტები რუსეთში ან ბელარუსში მიდის

07.03 - 17:27

უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერუშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის წინადადება მათთვის "აბსურდული და მიუღებელია".

უკრაინულმა მხარემ ნიკოლაევის აეროპორტზე კონტროლი დაიბრუნა 

07.03 - 17:02

უკრაინულმა მხარემ ნიკოლაევის აეროპორტზე კონტროლი დაიბრუნა. ინფორმაციას ნიკოლაევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.

მისვე თქმით, უკრაინელების მიერ აეროპორტის დაბრუნების შემდეგ, ოკუპანტების ნაწილი გაიქცა "რაიონის გარშემო, ტყეებში".

  

უკრაინის სასამართლომ ნიკოლაი ბასკოვის დაპატიმრების მოთხოვნა დააკმაყოფილა

07.03 - 16:36

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა რუსი მომღერლის, ნიკოლაი ბასკოვის დაპატიმრების შესახებ. 

"ის რუსეთის მიერ უკრაინაში თავდასხმის პროპაგანდასა და გამართლებაშია ეჭვმიტანილი". - ამბობს გენერალური პროკურორი. 

 

ვიტალი კიმის თქმით, უკრაინელებმა ნიკოლაევის აეროპორტზე კონტროლი დაიბრუნეს, რუსი ჯარისკაცები კი გაიქცნენ

07.03 - 16:23

 

ნიკოლაევის რეგიონის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, რომ ჯარებმა ნიკოლაევის აეროპორტი დაიკავეს

07.03 - 12:59

 

დოჟდის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ოჯახთან ერთად თბილისში ჩამოვიდა

07.03 - 10:28 

რუსული კრიტიკული ტელეარხის, დოჟდის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ქმართან, დოჟდის მთავარ რედაქტორთან, ტიხონ ძიადკოსთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. 

ტელეარხმა მაუწყებლობა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული ცენზურის გამო შეწყვიტა - პუტინის რეჟიმის გადაწყვეტილებით, მედიებს აეკრძალათ სიტყვა ომის გამოყენება და სამთავრობო წყაროების გარდა სხვა ინფორმაციის გაშუქება. 

"ორი არჩევანი გვქონდა - ან დავხურულიყავით, რადგან სიმართლეს ვერ ვამბობდით, ან გაგვეგრძელებინა მუშაობა და ტყუილები გვეთქვა. ჩვენ პირველი ავირჩიეთ, რადგან ვერ მოვატყუებთ ჩვენს მაყურებელს". - თქვა კოტრიკაძემ ქართულ მედიასთან. 

 

რუსულმა არმიამ უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი დაბომბა

07.03 - 10:27

 

აშშ-ის ცნობით, უკრაინის საზღვრის გასწვრივ მობილიზებული საბრძოლო ძალების დაახლოებით 95% ახლა უკრაინაშია

07.03 - 09:25

 

პენტაგონის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული 95% უკრაინაშია. 

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის ცნობით, რუსეთმა უკრაინაში 600 რაკეტა გამოიყენა. 

აშშ აკვირდება მიმდინარე ბრძოლებს ხერსონსა და მიკოლაევში. რუსული ჯარები კვლავ ცდილობენ, ალყაში მოაქციონ კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი. 

თუმცა, უკრაინელები მათ ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ, რაც ანელებს რუსეთის შეტევებს.

გარდა ამისა, რუსული სამხედრო მანქანების 64 კილომეტრიანი კოლონა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა, შეჩერებულია. თუმცა, არ არის ინფორმაცია, რამდენად შორს არიან დედაქალაქისგან. სავარაუდოდ, კოლონა კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრშია. 

აშშ ხაზს უსვამს, რომ კიევის თავზე ცისთვის ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. 

"უკრაინის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოქალაქეებს კვლავ აქვთ წვდომა კომუნიკაციის საშუალებებზე, ინტერნეტსა და მედიაზე". - ამბობს პენტაგონის წარმომადგენელი. 

აშშ-ის განცხადებით, მათ არ შეუნიშნავთ თავდასხმა საზღვაო სივრციდან ოდესაში.  

 

ლუგანსკში ნავთობის საცავი იწვის

07.03 - 09:30

 

 

 

 

 

 


close დახურვა