logo
ENG



რამზან კადიროვმა მაიკ პომპეოს საპასუხო სანქციები დაუწესა

24 ივლ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, საპასუხო სანქციები დაუწესა.

როგორც რამზან კადიროვმა მთავრობის სხდომაზე თქვა, მას აქვს ინფორმაცია, რომ აშშ-ში ჯორჯ ფლოიდი "პომპეოს დავალებით მოკლეს, რათა დონალდ ტრამპმა არჩევნებზე წააგოს".

კადიროს უკვირს, თუ რატომ ადანაშაულებენ ქვეყანაში მომხდარ სხვადასხვა დანაშაულებებში პირადად მას. ის უკმაყოფილოა იმითაც, რომ სანქციები მისი ოჯახის წევრებსაც, მეუღლესა და შვილებს, შეეხო. 

"თუ ჩვენს რესპუბლიკაში ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მე რა შუაში ვარ?! ამერიკაში კანის ფერის გამო, რომ მოკლეს ადამიანი, სახელმწიფო დეპარტამენტს და მაიკ პომპეოს ხომ არ ვეუბნებით, რომ შენ ხარ დამნაშავე?

მანამდე სანქციების სხვა სიაში ვიყავი, რომელიც არა მხოლოდ ქვეყანაში შესვლას, არამედ საბანკო საკითხებს ეხებოდა. რა შუაში არიან ჩემი შვილები? სად წერია, რომ შვილებმა უნდა პასუხი აგონ მათი მამის ცოდვებისა და დანაშაულებზე? რა შუაშია ჩემი ცოლი, რომელიც პოლიტიკაშიც არ ერევა?! "

ამასთან, კადიროვი დაწესებული სანქციებით ამაყობს და ამბობს, რომ ეს ჩეჩნეთის ცნობადობაზე მიანიშნებს. 

"ამით უნდა ვიამაყოთ. ჩვენ გვიცნობენ და პოლიტიკაში გლობალურ დონეზე გვაღიარებენ. ამას დიდი ფასი აქვს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ პომპეოსდავალებით მოკლეს ჯორჯ ფლოიდი, რათა დონალდ ტრამპმა არჩევნებზე წააგოს. ეს ინფორმაცია მაქვს უკრაინული სპეცსამსახურებიდან. მაიკ პომპეოსსანქციებს ვუწესებ, რაც კი ქვეყანაში არსებობს", - განაცხადა კადიროვმა. 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. 


close დახურვა