logo
ENG



რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმეში უცხოელი გამომძიებელი ჩაერთვება

31 ივლ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ფორმულას“ განუცხადა, რომ გარდაცვლილი 23 წლის გოგოს საქმეში უცხოელი გამომძიებელი ჩაერთვება.

ასევე ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმის მოწმეებზე ზეწოლა ხორციელდება. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

 


close დახურვა