ომმა უკრაინელების ნაწილს არჩევანიც არ დაუტოვა. საშინელებაა ტყვიებს, რაკეტებს, აფეთქებებს სარდაფებში და ბუნკერებში ემალებოდე, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო მეტი საშინელებაა ის, როდესაც ამ დროს აღმოჩნდება, რომ შენიანების გვერდით არ ხარ. უამრავი ტურისტი უკრაინიდან, რომელიც მშვიდობიანი არდადეგების გასატარებლად საქართველოში იყო ჩამოსული, იძულებული გახდა, დარჩენილიყო და აქედან ედევნებინა თვალი იმ სასტიკი ომისთვის, იმ ჭრილობებისთვის, რომელსაც პუტინი ახლა მათ ქვეყანას აყენებს. ზოგიერთმა მათგანმა საქართველოში შეიტყო ახლობლების გარდაცვალების შესახებ. შაბათის ფორმულა მოგიყვებათ რას აკეთებს მათთვის ქართველი ხალხი და რას არ აკეთებს საქართველოს მთავრობა
რას აკეთებს ქართველი ხალხი უკრაინის დასახმარებლად - შაბათის ფორმულა
05 მარ 202220:34
3 წუთის საკითხავი