logo
ENG



რატიანი: ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებული გვყავს, უკვე გაეწერა 13 წლის ბავშვი

04 მაი 202012:10
3 წუთის საკითხავი
 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 5 გამოჯანმრთელებული დატოვებს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის კლინიკაში 68 ინფიცირებული რჩება.

„კლინიკაში გვყავს 88 პაციენტი, აქედან 68 კორონადადასტურებულია. დღეს გაეწერება 5 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკიდან უკვე გაეწერა 12 გამოჯანმრთელებული. მინდა გითხრათ, რომ გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა 13 წლის ბავშვი, რომელიც იწვა კლინიკაში 24 დღის განმავლობაში. ორჯერადად გამოვლინდა უარყოფითი პასუხი და რამდენიმე წუთში დატოვებს კლინიკას“,- განაცხადა ლევან რატიანმა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 593 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა