logo
ENG



რაუფოღლუ: მოსალოდნელია, კომიტეტმა MEGOBARI Act-ის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყოს

09 ივლ 202416:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/09/e67ek4wm4f3lkkh.jpg

Foreign Press USA-ის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ კონგრესიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსალოდნელია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI Act-ის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყოს.

"სიახლე! მოსალოდნელია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უახლოეს დღეებში განიხილავს კანონპროექტს საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე (ე.წ. MEGOBARI Act-ს).

წყაროებმა კონგრესში მითხრეს, რომ ის ჩაინიშნება 10 ივლისს და მოსალოდნელია, რომ განხილვა/კენჭისყრა მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება", - წერს ის X-ზე.

***

ამერიკელი კონგრესმენის ჯონ უილსონის კანონპროექტი, MEGOBARI Act აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.

რა წერია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI ACT-ში - ძირითადი პუნქტები


close დახურვა