logo
ENG



რეზნიკოვის თქმით, ბრიტანული Challenger 2-ის ტანკები უკრაინაში ჩავიდა

28 მარ 202314:28
3 წუთის საკითხავი
clock 451
2023/03/28/obp4bo2cuie4hxr.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ბრიტანული Challenger 2-ის ტანკები უკრაინაში ჩავიდა.

"სასიამოვნო იყო პირველი უკრაინული Challenger 2-ით გადაადგილება. ეს ტანკები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მოგვაწოდა, ჩვენს ქვეყანაში ახლა ჩამოვიდნენ. ეს ფანტასტიკური მანქანები საბრძოლო მისიების შესრულებას მალე დაიწყებენ. მადლობა რიში სუნაკს, ბენ უოლასს და ბრიტანელ ხალხს", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტანკები გაუგზავნა. უკრაინელმა სამხედროებმა მძიმე ტანკების გამოყენების სწავლება 27 მარტს დაასრულეს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა განაცხადა.

4 მარტს, უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინას თავიდან 14 ტანკს ჰპირდებოდა, თუმცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ, გადაწყდა, რომ Challenger 2-ის ტანკების რაოდენობა ორჯერ გაიზრდებოდა.


close დახურვა