"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" გიორგი გაბუნიას საქმის სრულყოფილ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს და საქართველოს მთავრობას ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
საერთაშორისო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ რამზან კადიროვის მებრძოლებს, მიზანში არაერთხელ ამოუღიათ ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
"ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაატარონ საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება რუსეთის ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებლად და გააკეთონ ყველაფერი, რაც აუცილებელია გაბუნიას უსაფრთხოების გარანტირებისთვის", - წერია განცხადებაში.