რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის თქმით, მათ კლინიკაში მოთავსებული იყო 40 პაციენტი, საიდანაც ერთი გამოჯანმრთელდა და ის დღეს დატოვებს კლინიკას.
"დარჩენილი 39 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა მძიმე, საყურადღებოა, დანარცენების კი სტაბიულური. ველოდებით 13 ტესტის პასუხს სტაციონარიდან და 9 ტესტის პასუხს საკარანტინო ზონიდან. ახალი პაციენტი არ გვყავს",-აცხადებს თეა თავართქილაძე.
მისივე თქმით, არიან ისეთი პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ მინმალური სიმპტომები, თუმცა უსიმპტომები კლინიკაში არ იმყოფებიან.
"ამ ვირუსს ჩვენ კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ დაფიქსირებულია მსოფლიოში ისეთი შემთხვევები, რომლებიც უსიმპტომოები არიან და ასეთი ჩვენთანაც შესაძლებელია რომ იყოს,-აღნიშნა თეა თავართქილაძემ.
სეგახსენებთ, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 431-ს შეადგენს. აქედან 114 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.
მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.