logo
ENG



რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დაიბრუნა

17 ნოე 202211:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/17/zwzxaj5jutm25h6.jpg

რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის საჭირო 218 ადგილი მოიპოვა, რითაც კონგრესის ქვედა პალატაზე კონტროლი დაიბრუნა.

ეს საშუალებას მისცემს რესპუბლიკურ პარტიას, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დღის წესრიგის განხორციელებას ხელი შეუშალოს. ამავე დროს დემოკრატიული პარტია ინარჩუნებს კონტროლს სენატზე.

ხმების დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს. ამერიკული მედიის წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკური პარტია ქვედა პალატაში 435 ადგილიდან 218-დან 223 მანდატს მოიპოვეს.

რესპუბლიკურმა პარტიამ პალატის სპიკერის პოსტზე ნენსი პელოსის შემცვლელ კანდიდატად უკვე აირჩია კევინ მაკარტი.

"ამერიკელები მზად არიან ახალი მიმართულებისთვის და რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში მზად არიან ამის რეალიზაციაში", - განაცხადა კალიფორნიელმა კონგრესმენმა.

ახალი შემადგენლობის კონგრესის პირველი სხდომა 2023 წლის 3 იანვარს გაიმართება.

პრეზიდენტმა ბაიდენმა მაკარტის მიულოცა პარტიის გამარჯვება და ერთად მუშაობა შესთავაზა.

აღნიშნულ არჩევნებზე მოსახლეობამ უნდა აირჩიოს წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა, სენატის მესამედი, საკანონმდებლო შეკრებები და გუბერნატორები შტატების დიდ ნაწილში.

წლევანდელ შუალედურ არჩევნებზე აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა, სენატის მესამედი, ასევე, შტატების დიდ ნაწილში იყო გუბერნატორებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების არჩევნები.

ინფლაციისა და უკრაინაში ომის ფონზე რესპუბლიკური პარტია ე.წ. წითელ ტალღას წინასწარმეტყველებდა. ვარაუდობდნენ, რომ რესპუბლიკურ პარტიას დიდი გარღვევა უნდა ჰქონოდა. თუმცა მოლოდინები არ გამართლდა.

წარმომადგენელთა პალატაში მოპოვებული უმრავლესობის მიუხედავად, მათ ერთი ადგილი დაკარგეს სენატში. წინასწარი მონაცემებით, ძალთა ბალანსი 50/49-ზე იქნება. გარდა ამისა, გუბერნატორის არჩევნებში რამდენიმე წითელი შტატი "გალურჯდა" - არიზონა, მერილენდი და მასაჩუსეტსი.


close დახურვა