logo
ENG



რეფინანსირების განაკვეთის ზრდას, თურნავა ინფლაციის პრევენციით ხსნის

24 ოქტ 201912:35
3 წუთის საკითხავი
 
sm8ju0di2uom1nu.jpg

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა და რეფინასირების განაკვეთის ზრდას გამოეხმაურა. ნათია თურნავას თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს კონკრეტული მანდატი და აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი იყო ინფლაციის პრევენცია.

"მაკროეკონომიკა ნიშნავს სხვადასხვა ფაქტორების ბალანსს. ერთი მხრივ, ინფლაციის პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა პროფილაქტიკური ღონისძიება გატარდეს იმისათვის, რომ სამომხმარებლო პროდუქცია არ გაძვირდეს,"- განაცხადა თურნავა. 

მთავრობის სხდომაზე დღეს იმსჯელეს მცირე ჰესების მშნებელობაზეც. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული მიმართულებით გარკვეული  შერავატების ამოქმედება იგეგმება.

"ის მცირე ჰიდროექეტროსადგურები და მათი განმავითარებელი ინვესტორები, ვინც არ მოითხოვს სახეწმწიფოსგან გარანტირებულ შესყიდვებსა და ტარიფებისა, მათთვის მცირდება ჩვენს მიერ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიები. რაც აქამდე ერთ მეგავატზე 100 ათას აშშ. დოლარს შეადგენდა,"- განაცხადა თურნავამ.

 


close დახურვა