logo
ENG



რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუსეთს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალოს თურქეთის ქმედებებს იდლიბში

29 თებ 202017:35
3 წუთის საკითხავი
 

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუსეთს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალოს თურქეთის ქმედებებს იდლიბში. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მას არ ესმის რუსეთის განზრახვა და ვლადიმერ პუტინს სთხოვს, თურქეთის ძალები ასადის რეჟიმთან პირისპირ დატოვოს. ერდოღანის თქმითვე, იდლიბში ავიაერიშის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. თავდასხმის შემდეგ, ოფიციალურმა ანკარამ ქვეყანაში მყოფ მიგრანტებს ევროპისკენ გზა გაუხსნა. გავრცელებული ცნობით, დღეს საზღვარი 18 ათასმა მიგრანტმა გადაკვეთა. მათ შეჩერებას საზღვარზე საბერძნეთის პოლიცია ცრემლმდენი გაზით ცდილობს. 


close დახურვა