რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა განახლდა.
კომპანია "ენკამ" ხეობაში სპეცტექნიკა პოლიციასთან ერთად შეიყვანა. მიზეზი პროტესტია - უკვე 97-ე დღეა, ადამიანთა ჯგუფი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მათ ადგილზე კარავი აქვთ გაშლილი.
კომპანია ენკამ რამდენიმე თვის წინ სამუშაოები სწორედ პროტესტის გამო შეაჩერა.
იმ ტერიტორიაზე, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, აქციის მონაწილეებმა ჯვარიც აღმართეს. დღეს ისინი ამბობენ, რომ ჯვრამდე მოსალოცად მისვლა უნდათ, თუმცა, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.
"ჰესის აშენება გამოიწვევს კლიმატის ცვლილებას. გადაშენდება ცოლიკოური, დაიტბორება იმერეთი. სეისმოლოგები და გეოლოგები ამბობენ, რომ არამდგრადი ქანებია იქ, სადაც კაშხალი იგება. აქ მთებია. ერთ-ერთი მათგანი რომ მოწყდეს და ჩავარდეს შეგუბებულ წყალში, მთლიანად იმერეთის მოსახლეობა აღმოჩნდება დიდი საფრთხის წინაშე". - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.