logo
ENG



როგორ უნდა გვქონდეს ნაყიდი სასამართლოს იმედი-რურუას პროცესი აქციის ფონზე ტარდება

15 ივნ 202012:08
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოსთან იკრიბებიან რურუას ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც რურუას საპატიმროში ყოფნას აპროტესტებენ. 

სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და ბიძინა ივანიშვილის გუნდს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. 

"არ ვიცი რამდენად უნდა გვქონდეს ამ ნაყიდი და ჯიბის სასამართლოს იმედი, თუმცა ადვოკატები მუშაობენ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქმის კურსში არიან, ინფორმირებულია ომბუდსმენი. ასევე ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. გვჯერა, რომ ბრძოლის შედეგად მივაღწევთ იმას, რომ ის სამარცხვინო ლაქა, რასაც ჰქვია პოლიტპატიმრების არსებობა, ჩამოშორდება ქვეყანას", - განაცხდა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა

კიდევ ერთი აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ თუ რურუას გათავისუფლების პროცესი გაჭიანურდება, მმართველ გუნდს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. 

"ივანიშვილს რეალურად არც კობახიძის გადაყენება უნდოდა 20 ივნისის ღამეს, არც პროპორციული არჩევნები, მაგრამ მოუწია. არც ოქრუაშვილის და უგულავას გათავისუფლება უნდოდა, მაგრამ მოუწია. ახლა რურუას გამოშვება არ უნდა, მაგრამ ეგეც მოუწევს. რაც უფრო დიდხანს არ გადადგამს ამ ნაბიჯს, უფრო ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს", - აღნიშნა ზუკა ბერძენიშვილმა. 


close დახურვა