logo
ENG



როგორი ამინდი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

20 ნოე 201909:01
3 წუთის საკითხავი
 
w1a3vqpskiqnyvk.jpg

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 ნოემბერს საქართველოში ნარჩუნდება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობაში +15, +20, აღმოსავლეთ სააქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობაში +11, +16, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 19-20 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. 21 ნოემბერს მოიღრუბლება, აცივდება და გაწვიმდება. ტემპერატურა კი +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს.


close დახურვა