logo
ENG



როსტოვის გუბერნატორი: უშიშროების სამსახურში ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია

16 მარ 202316:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/16/1iphlm08ut9xlz2.png
(Sergey Pivovarov/Reuters)

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა, რომ ქალაქში უშიშროების სამსახურის შენობაში აფეთქება მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

"დადგინდა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი იყო მოკლე ჩართვა შენობის შიგნით ელექტროსადენებში. გავრცელებულმა ხანძარმა გამოიწვია საწვავის და საპოხი მასალების შემცველი კონტეინერების აფეთქება."- თქვა გოლუბევმა.

ხანძარი 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, რის შედეგადაც ორი კედელი ჩამოინგრა.

გოლუბევის თქმით, ერთი დაშავებული საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


close დახურვა