logo
ENG



რურუას ადვოკატი: პოლიტიკურ შეთანხმებაზე კომუნიკაციას ადგილი არ ჰქონია

10 მარ 202017:21
3 წუთის საკითხავი
 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმე მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე პოლიციელები ბრალდების მხარის მოწმეების სტატუსით დაიკითხებიან. სავარაუდოდ, ერთ-ერთი რურუას დაკავების პროცესში მონაწილე პოლიციელია. დაცვის მხარე ამბობს, რომ მოწმეები ერთმანეთისგან განსხვავებულ ჩვენებებს იძლევიან.

გიორგი რურუას ადვოკატი საქმეს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს, რაც შეეხება პოლიტიკურ შეთანხმებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, როგორც საძაგლიშვილი აცხადებს, კომუნიკაციას ამ თემასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია.

„გიორგი რურუა არის პოლიტიკური პატიმარი მას ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს და ჩვენ ამ საქმის მსვლელობისას არაერთხელ დავაყენეთ. მოთხოვნა მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ და ბუნებრივია ამას მომავალშიც გავაკეთებ. რაც შეეხება პოლიტიკურ შეთანხმებას აღნიშნულთან დაკავშირებით მე ვერაფერს მოგახსენებთ, ვერანაირ მოლოდინებზე ვერ ვისაუბრებ, არანაირ კომუნიკაციას ადგილი არ ჰქონია, პროცესი ჩვეულებრივად გრძელდება და ისივე როგორც აქამდე ჩვენ ვცდილობდით გამოაშკარავებას და ფაქტების დადასტურებას, რომ გიორგი არის აქეთ დანაშაულის მსხვერპლი, ამას გავაგრძელებთ მომავალშიც“,-განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რურუა იარაღის უკანონო-შეძენა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, დააკავეს. 

 


close დახურვა