logo
ENG



რურუას იარაღის ქონის საჭიროება არ ჰქონდა-სასამართლოზე ოპოზიციონერ ლიდერებს დაკითხავენ

15 ივნ 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკოსები თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესს ეხმაურებიან. დღევანდელ სხდომაზე პოზიციური პარტიების ლიდერების გამოკითხვა მოხდება, რომლებიც რურუასთან ერთად მისი დაკავების ღამეს იმყოფებოდნენ. 

"თავისუფალი საქართველოს" წევრი ლევან სამუშია ამბობს, რომ საქმის მასალებით დასტურდება ის ფაქტი, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოა.

"პროკურატურამ დაამტკიცა ამ ადამიანის უდანაშაულობა. საქმის მასალებით, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არაერთი ადამიანი უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული, იმ გაყალბების გამო, რაც რურუას მიმართებაში იქნა განხორციელებული. ეს საქმის მასალებით დასტურდება და ეს არ არის მხოლოდ ჩემი, როგორც მხარის პოზიცია. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, იქ იქნება დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვა", - აცხადებს სამუშია. 

პროცესზე ასევე დაიკითხება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ირაკლი აბესაძეც. აბესაძის თქმით, რურუა 20 ივნისის შემდგომ მოვლენებში აქტიურად იყო ჩაართული

"მეც შემიძლია დავადასტურო, რომ იმ ღამეს, როდესაც მოხდა გიორგი რურუას დაკავება, ძალიან აქტიურ შემხებლობაში ვიყავით ერთმანეთთან, ხდებოდა აქციის მონაწილეების სათბობი საშუალებებით მომარაგება და არც საჭიროება და არც შესაძლებლობა, რომ მას ჰქონოდა იარაღი არ იყო", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

პარტიის კიდევ ერთი წევრი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ არ იყო არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რურუა იარაღით გადაადგილდებოდა. 

"თუ მოვყვები რაც ვიცი, ერთი რომ გიორგი რურუა იყო აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი მონაწილე იმ პროცესებისა, რომელიც 20 ივნისის მერე იყო განვითარდა, ის რომ ის ღამეს ერთად ვიმყოფებოდით - ამ ინფორმაციას მივაწვდი სასამართლოს. ასევე ის, რომ არ შემიმჩნევია, რომ რურუა ან მისი თანმხლები პირი იარაღით გადაადგილდებოდა", - აღნიშნა თარხნიშვილმა. 

 


close დახურვა