ბელარუსში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის ვაგნერის წევრები ტერაქტის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი. ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, რუსი მებრძოლები ტერაქტის მოწყობას აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ გეგმავდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის უკრაინის მოქალაქეებიც არიან, რომლებიც დონბასში სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ. ოფიციალური კიევი არ გამორიცხავს, რომ ბელარუსს მათი ექსტრადირება მოსთხოვოს.