logo
ENG



რუსეთი ბელარუსში 170 ტანკს, 200 საბრძოლო მანქანასა და 100 ყუმბარმტყორცნს განალაგებს

17 ოქტ 202218:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/ptf88id8r0u7v6k.jpg

რუსეთი ბელარუსში დაახლოებით 170 ტანკს, 200-მდე საბრძოლო ჯავშან-მანქანასა და 100-მდე საარტილერიო დანადგარსა და ყუმბარმტყორცნებს გაგზავნის. ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ვალერი რევენკო ავრცელებს.

რევენკო ამბობს, რომ ასევე ბელარუსში 9 000 რუსი სამხედრო ჩავა. მისივე თქმით, "რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკისთვის, რომლებიც მოკავშირე სახელმწიფოები არიან უსაფრთხოების საფრთხედ განიხილება შემდეგი: ნატოს ჯგუფის განლაგება ორი ქვეყნის საზღვრებთან დიალოგის ნაკლებობის ფონზე, ასევე ნატოს აქტივობის გაზრდა და ბელარუსელი რადიკალების წაქეზება, ლეგიტიმური ხელისუფლების დასამხობად".

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ რუსი სამხედროების პირველი ნაკადი უკვე ბელარუსში იმყოფება და მათ გადანაწილებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ბელარუსის ჯარებთან ერთად რუსული ძალების საზღვრებთან განლაგების გადაწყვეტილების მიზეზად რამდენიმე დღის წინ ალექსანდ ლუკაშენკომ "უკრაინისა და დასავლეთისგან მომდინარე საფრთხეები" დაასახელა.


close დახურვა