logo
ENG



რუსეთი ერთი თვით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა

01 აპრ 202312:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/01/y3jrjn6zzywjg0o.jpg

პირველი აპრილიდან რუსეთი ერთი თვით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. უკრაინა საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებდა დაებლოკათ აღნიშნული ნაბიჯი.

ეს ნიშნავს, რომ ახლა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს ქვეყანა, რომლის პრეზიდენტის დასაკავებლად საერთაშორისო ორდერია გაცემული. მოსალოდნელია, რომ რამდენიმე სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

საბჭოს 15 წევრიდან თითოეული მონაცვლეობით ერთი თვით იკავებს თავმჯდომარის სკამს. ბოლოს რუსეთი თავმჯდომარე 2022 წლის თებერვალში იყო, როდესაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო.

უკრაინის მოწოდებების მიუხედავად აშშ-მა განაცხადა, რომ რუსეთს - საბჭოს მუდმივ წევრს - ხელს ვერ შეუშლიან, გახდეს თავმჯდომარე.

როლი ძირითადად პროცედურულია, მაგრამ რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ გამოცემა TASS-ს განუცხადა, რომ რამდენიმე დებატის ზედამხედველობას გეგმავს, მათ შორის შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ რუსეთის თავმჯდომარემ ყველაზე ცუდი საპირველაპრილო ხუმრობა უწოდა. მისივე თქმით, ეს არის შეხსენება იმისა, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო არქიტექტურას "რაღაც სჭირს".


close დახურვა