რუსეთი ოდესას დრონებით დაესხა თავს. ინფორმაციას ადგილობრივი ადმინისტრაცია ავრცელებს. მანამდე უკრაინული მედია ოდესაში აფეთქებების შესახებ წერდა.
"საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგების მიხედვით, არის ჩამოგდებები", - განაცხადა ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური კრუკმა.
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხრეთით შაჰიდის 14 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ სამშაბათს ღამით, რუსეთის არმიამ უკრაინას სამხრეთიდან შეუტია ირანული წარმოების შაჰიდ-136 და შაჰიდ-131 დრონებით.
"საერთოდ, დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატის 17-მდე გაშვება, სავარაუდოდ, აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან“, - ნათქვამია განცხადებაში.