logo
ENG



რუსეთი უკრაინას ქერჩის სრუტეში გატაცებულ გემებს დაუბრუნებს

16 ნოე 201919:17
3 წუთის საკითხავი
 
9xlda281g3vn3vj.png

რუსეთი უკრაინას ქერჩის სრუტეში გატაცებულ გემებს დაუბრუნებს. ამის შესახებ kommersant.ru დაყრდნობით იუწყება. მედიასაშუალების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ისინი გემების გადაცემის დროსა და ადგილზე უნდა შეთანხმდნენ.

ამასთან, როგორც სააგენტოს წყარო აცხადებს, საკითხი 9 დეკემბრამდე უნდა მოგვარდეს, რადგან სწორედ 9 დეკემბერს არის დაგეგმილი ნორმანდიული ოთხეულის სამიტი. გემების გადაცემის საკითხზე რუსეთისა და უკრაინის საგარეო უწყებები და თავდაცვის სამინისტროები არიან ჩართულები. 

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს, რა დროსაც 6 სამხედრო დაშავდა. ფაქტი 2018 წელს მოხდა. ოფიციალური კიევი აცხადებდა, რომ ორი ჯავშნიანი კატარღა ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდა, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. 



close დახურვა