ანექსირებულ ყირიმზე ქირურგიული სიზუსტის თავდასხმები სისტემატურ ხასიათს იღებს. უკვე რამდენჯერმე დაიბომბა ყირიმის ხიდი, თუმცა ამ თვეში ყველაზე დიდი ზიანი სევასტოპოლში მყოფ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მიადგა - სექტემბრის პირველ ნახევარში დაიბომბა სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა და დაზიანდა რუსული ხომალდები. უკრაინული მხარე რუსულს ჰპირდება, რომ შავი ზღვის მთელ რუსულ ფლოტს ახლო მომავალში კრეისერ მოსკვას გზას გაუყენებს. პარალელურად, უკრაინელები სამხრეთის რამდენიმე მიმართულებით ნელა, მაგრამ სტაბილურად მიიწევენ წინ. დროება საინტერესო დეტალებით და ზელენსკის ვიზიტების შედეგებით.
რუსეთის გარდაუვალი მარცხი - დროება
24 სექ 202320:32
3 წუთის საკითხავი