რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ უკრაინულ მხარეს ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
"16 მაისს აზოვსტალში მყოფი უკრაინელი სამხედროების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, დაჭრილების გაყვანის თაობაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. ამ დროისთვის რაიონში ამოქმედებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გახსნილია ჰუმანიტარული დერეფანი, რომლის მეშვეობითაც დაჭრილი უკრაინელი სამხედროები გადაჰყავთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ნოვოაზოვსკის კლინიკაში, რაღა საჭირო დახმარება გაუწიონ", - ნათქვამია განცხადებაში.
ნოვოაზოვსკი მარიუპოლიდან 40 კილომეტრშია.