პირველ იანვარს, ახალი წლის დილას, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიღუპა და ბოლო მონაცემებით, ექვსი მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ გაავრცელა.
გენერალურმა პროკურატურამ Telegram-ზე განაცხადა, რომ დაშავებულთა შორის ორი ორსული ქალია.
უკრაინის ეროვნული ბანკის განაცხადებით, ერთ-ერთი შენობა პეჩერსკის რაიონში დაზიანდა.
უკრაინულმა საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 111 უპილოტო საფრენი აპარატიდან 63 ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 46 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, ხოლო 2 რუსეთსა და ბელარუსში გაფრინდა.