logo
ENG



რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კროპივნიცკის დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა

28 ივლ 202218:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/28/k29n9boy7u9pael.jpg

რუსეთის მიერ უკრაინის კიროვოჰრადის რეგიონის ქალაქ კროპივნიცკის დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია კიროვოჰრადის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი რაიკოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაიკოვიჩის თქმით, დაშავებულთაგან 13 მშვიდობიანი მოქალაქე, 12 კი სამხედროა.

დღეს, 28 ივლისს რუსულმა ძალებმა უკრაინის კიროვოჰრადის რეგიონში 13 ფრთოსანი რაკეტა ისროლეს. ოკუპანტების მიერ რეგიონზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა უკრაინის რკინიგზის ერთ-ერთ შენობა და კანატოვოს სამხედრო აეროდრომი. 

 

close დახურვა