მოსკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და შავი ზღვის ფლოტმა სევასტოპოლის პორტში 9 უკრაინული დრონის შეტევა მოიგერიეს.
სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხიალ რაზვოჟაევი განცხადებით, არც ქალაქში და არც ზღვის ტერიტორიაზე არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა.
მისი თქმით, ორი დრონი ზღვის თავზე ჩამოაგდეს, 5 ელექტრონულმა საბრძოლო ძალებმა შეაჩერეს, ხოლო ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უკრაინას ოკუპანტების ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთის ხელისუფლებამ დრონების თავდასხმაში უკრაინულ მხარე არაერთხელ დაადანაშაულა, მათ შორის ბრალი დასდო, რომ 3 მაისს კრემლს შეუტიეს, რაც მათი მტკიცებით, ტერორისტული თავდასხმა და ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობა იყო. უკრაინაში მსგავს ქმედებებში მონაწილეობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან.