logo
ENG



რუსეთის საგარეო ფინეთზე: იძულებული ვიქნებით, გადავდგათ საპასუხო ნაბიჯები

12 მაი 202215:39
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას "ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსში რადიკალურ ცვლილებას" უწოდებს.

როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, რუსეთი იძულებული იქნება გადადგას საპასუხო ნაბიჯები როგორც სამხედრო-ტექნიკური, ასევე სხვაგვარი ხასიათის.

"NATO-ს მიზანი, რომლის წევრმა ქვეყნებმა მტკიცედ დაარწმუნეს ფინური მხარე, რომ ალიანსში გაწევრიანების ალტერნატივა არ არსებობდა, ნათელია - გააგრძელოს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან, შექმნას ჩვენი ქვეყნის სამხედრო საფრთხის კიდევ ერთი ფლანგი", - ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.

ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა განაცხადეს, რომ NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ.

როგორც პრემიერისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.

ფინეთთან ერთად, უახლოეს მომავალში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ელოდებიან შვედეთისგანაც.


close დახურვა