logo
ENG



რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს კანადამ და იაპონიამ

23 თებ 202210:29
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს კანადამ და იაპონიამ

უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, კანადამ და იაპონიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს. კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ სანქციების პირველი რაუნდი გამოაცხადა.

მანვე განაცხადა, რომ კანადა გააძლიერებს სამხედრო მხარდაჭერას ნატოს საპასუხო ძალებისთვის.

"მოდით, განვმარტოთ, შეჭრა დაიწყო, ჩვენი პასუხი კია ხლა იწყება", - თქვა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.

ტრუდოს თქმით, კანადა სანქციებს უწესებს რუსეთის პარლამენტის წევრებს, რომლებმაც აღიარეს სეპარატისტული ტერიტორიები აღმოსავლეთ უკრაინაში.

სანქციების მიხედვით, აიკრძალება ფინანსური ურთიერთობა დონეცკისა და ლუგანბსკის რეგიონებთან.

ტრუდომ, ფინანსურ სანქციებს, რაც მოიცავს რუსული ფინანსური ინტიტუტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, "ავტორიტარიზმის წინააღმდეგ დგომა" უწოდა.

პრემიერის თქმით, კანადა სანქციებს აწესებს რუსეთის სუვერენულ ვალზე.

"ჩვენ გამოვიყენებთ დამატებით სანქციებს რუსული ბანკების მიმართ და შევწყვეტთ ნებისმიერ ფინანსურ ურთიერთობას", - თქვა მან.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისინი, ასევე მზად არიან სანქციები დაუწესონ რუსეთის კიდევ უფრო დიდ ფინანსურ სექტორსა და ოლიგარქებს.

იაპონიის პრემიერის, ფუმიო კაშიდას განცხადებით, იაპონია შეაჩერებს ვიზების გაცემას და გაუყინავს აქტივებს მათ, ვინც აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობას. მან არ დააკონკრეტა ვინაობები, ან ის, თუ როგორ განხორციელდება მათი სანქციები.

მან, ასევე განაცხადა, რომ იაპონია დონეცკიდან და ლუგანსკიდან ექსპორტსა და იმპორტს აკრძალავს, ასევე აკრძალავს რუსული ობლიგაციების გამოცემასა და ბრუნვას იაპონიაში. პრემიერმა დასძინა, რომ სანქციების სხვა დეტალებზე მომავალში ისაუბრებს.

უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, სანქციები დააწესა ავსტრალიამაც. პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, ავსტრალია პირველ რიგში დააწესებს მოგზაურობის აკრძალვასა და მიზნობრივ ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს 8 წევრზე - ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და თავდაცვის მეთაურებზე.

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  

თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. 

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმა, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატსაც შეეხება. 

აღიარების გამო სანქციები ასევე შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.

რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მაც. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. 

სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტზე - VEB და სამხედრო ბანკს. ასევე შავ სიაში მოხვდებიან რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები.

 


close დახურვა