logo
ENG



რუსეთმა ნავალნის თანამებრძოლი ძებნაში გამოაცხადა

21 დეკ 202318:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/21/8ykrpugg8ezj7ng.jpg

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორი მარია პევჩიხი ძებნაში გამოაცხადა. გარდა ამისა, "ძებნილების სიაშია" ცნობილი YouTube-არხის "პოპულარული პოლიტიკის" წამყვანი, დმიტრი ნიზოვცევი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მონაცემთა ბაზაში არ არის მითითებული, თუ რა ბრალდებით იძებნებიან ისინი. 2022 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ "პოპულარული პოლიტიკის" წამყვანები რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებისა და ტერორიზმის გამართლების საქმეებზე ეჭვმიტანილები გახდნენ.

პევჩიხი და ნიზოვცევი რუსეთში არ ცხოვრობენ. ისინი რუსეთმა უცხო აგენტების სიაშიც შეიყვანა. კორუფციასთან ბრძოლის ფონდი რუსეთში ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს, ხოლო მის დამფუძნებელს, ალექსეი ნავალნის ექსტრემიზმის საქმეზე 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


close დახურვა