logo
ENG



რუსეთმა საბერძნეთის 8 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

27 ივნ 202221:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/27/kb9jl9sqqv1kjay.jpg

რუსეთმა საბერძნეთის 8 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დიპლომატებს რუსეთის ტერიტორიის დასატოვებლად 8 დღე მისცეს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დიპლომატების გაწვევის მიზეზი "რუსეთის ფედერაციის მიმართ საბერძნეთის ხელისუფლების კონფრონტაციული კურსია.

"[კონფრონტაციული კურსის] გარდა, საბერძნეთი კიევის რეჟიმს აწვდის იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას. ამის მიზეზად დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარეთ საბერძნეთის ელჩი ეკატერინა ნასიკა, რომელსაც გადავეცით შესაბამისი ნოტა. თუ საბერძნეთი ანტირუსულ პოლიტიკას გააგრძელებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას საპასუხო ზომები მიიღოს", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 25 ივნისს საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა. შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება. გარდა ამისა, დღეიდან საბერძნეთის საკონსულოები მოსკოვში, ნოვოროსიისკსა და პეტერბურგში მუშაობა შეაჩერეს. ამასთან, დაზუსტებულია, რომ სავიზო ცენტრები გააგრძელებენ ტურისტებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევას და პასპორტების გაცემას.


close დახურვა