logo
ENG



რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 46 დრონი გაუშვა, რომელთაგან 32 ჩამოაგდეს

27 დეკ 202310:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/27/aja0z43ibfkdasl.jpg

27 დეკემბერს ღამით რუსეთი უკრაინაში "შაჰედის" დრონებით კვლავ თავს დაესხა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, თავდასხმა რამდენიმე საათის განმავლობაში ორი მიმართულებით მიმდინარეობდა. საერთო ჯამში, რუსეთმა 42 დრონი გაუშვა, რომელთაგან 32 უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.

"დრონების უმეტესობამ, რომლებიც ვერ ჩამოაგდეს, თავდასხმა განახორციელა ფრონტის წინა ხაზზე, განსაკუთრებით ხერსონის რეგიონზე. კიდევ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი შედეგების გარეშე დაეცა", - აღნიშნულია უკრაინის განცხადებაში.

საჰაერო თავდაცვა ღამით მოქმედებდა ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის და კიროვოგრადის რეგიონებში.

უკრაინის თავდაცვის ძალების სარდლობა იუწყება, რომ ხერსონში დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა სავაჭრო ცენტრი, საცხოვრებელი კორპუსები და სასოფლო-სამეურნეო კვლევითი დაწესებულების საწყობები.

ოდესაში, უკრაინელი სამხედროების განცხადებით, დრონების ნამსხვრევები შეუსახლებელ ახალ შენობასა და აგარაკს დაეცა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.


close დახურვა