logo
ENG



რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, შესაძლოა, შემოდგომაზე აღდგეს

09 ივნ 202008:40
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, შესაძლოა, შემოდგომაზე აღდგეს. ინფორმაციას  ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით,  რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრო სხვადასხვა ქვეყანასთან ავიამიმოსვლის აღდგენას განიხილავს, მათ შორის საქართველო  ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა. 

„რუსული ავიაგადამზიდების ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფი აღდგენისთვის,  განიხილება შემოდგომიდან საქართველოსა და ეგვიპტეში რეისების აღდგენა. ეს არის მიმართულებები, რომლებზეც  მოთხოვნა დიდია. რაც  საშუალებას მისცემს ავიაკომპანიებს დაბალ სეზონზეც კი მიიღონ გარანტირებული მგზავრების ნაკადი, "- წერია ტუროპერატორების ასოციაციის განცხადებაში. 


close დახურვა