logo
ENG



რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე სიმბოლური რეფერენდუმი მიმდინარეობს

01 ივლ 202012:58
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სიმბოლური რეფერენდუმი მიმდინარეობს. ერთკვირიანი კენჭისყრის პროცესში პირველი ივლისი ფინალური დღეა, ამიტომ ის რუსეთში დასვენების დღედ გამოცხადდა.

საკონსტიტუციო ცვლილებები ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს, ქვეყნის სათავეში 2036 წლამდე დარჩეს. პრეზიდენტმა მოსახლეობას რეფერენდუმში მონაწილეობისკენ საგანგებო მიმართვით მოუწოდა. უბნებზე მისვლისკენ მოქალაქეებს გათამაშებებითაც ახალისებდნენ, რომელთა შორისაც იყო ვაუჩერები მანქანებისა და ბინების შესაძენად.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, პლებისციტის პირველ დღეებში არჩევანი თითქმის 50-მა მილიონმა ადამიანმა გააკეთა, აქტივობა კი 45-თ პროცენტს აჭარბებდა.


close დახურვა