logo
ENG



რუსეთში ყოფნის დროს ბჟანია კლინიკაში გადაიყვანეს

10 აგვ 202312:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/10/f0y2skb8zr9eqq3.jpg

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია რუსეთში ყოფნის დროს კლინიკაში გადაიყვანეს. აფხაზური მედია წერს, რომ ბჟანია ე.წ. სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მოსკოვში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი კლინიკას მიმართა.

"ამჟამად მას უტარდება საჭირო გამოკვლევები. წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტს აღენიშნება უროლიტიზის გამწვავება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია განცხადებაში.

ეხო კავკაზას ინფორმაციით, 2019 წელს ბჟანიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. მაშინ ბჟანია და მისი თანაგუნდელები მიიჩნევდნენ, რომ ის მოწამლეს. 2020 წლის ე.წ. არჩევნების წინ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და ის სასწრაფოდ სოჭში გადაიყვანეს. პოლიტიკოსი მედიკამენტური კომაში უყო და კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანეს. აფხაზეთის ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტრომ უარყო მოწამვლის შესახებ შეტყობინება, ბჟანიას დიაგნოზის შესახებ კი განაცხადა: "ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია".

2022 წელს ასლან ბჟანიას რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში თირკმლის ოპერაცია ჩაუტარდა.


close დახურვა