logo
ENG



რუსთაველზე დარბევის შემდეგ აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს

30 აპრ 202423:52
3 წუთის საკითხავი
 

რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი დარბევის შემდეგ აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს.

მოქალაქეების ნაწილი კვლავ რუსთაველზე იმყოფება, ნაწილი კი სანაპიროზე.

ამ დროისთვის ვითარება ისევ დაძაბულია.

სპეცრაზმმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევა დაიწყო - მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ასევე, რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი.

ადგილზე სიტუაცია დაძაბულია.

მანამდე სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი.


close დახურვა