რუსთაველის გამზირზე შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა.
შსს-ს წარმომადგენლები პარლამენტთან მიკროავტობუსებით მივიდნენ, მათ თან აქვთ სპეციალური აღჭურვილობა - ნიღბები და ფარები.
ამ წუთებში, ადგილზე დაძაბული სიტუაციაა, ძალადობრივი ჯფუფები ასაფეთქებლებს აფეთქებენ და პოლიციელებისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ნივთებს ისვრიან.
შსს-ს წარმომადგენლებს კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაყავთ.
ამ დრომდე უცნობია, რამდენი პირია დაკავებული.
სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს და სოლიდარობის აქციის მონაწილეებს ქვები და ხელკეტები დაუშინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაემორჩილონ პოლიციელთა მოთხოვნებს.
გავრცელებულ განცხადებაში უწყება ორივე მხარეს, სოლიდარობის აქციის მონაწილეებსა და ძალადობრივ ჯგუფებს აფრთხილებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები.
განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებს სიმშვდისკენ მოუწოდა.
სოლიდარობის აქციაზე შეკრებილი არიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და თბილისი პრაიდის წევრები.
"მდუმარე აქცია" მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ფიზიკურად იძალადეს.