logo
ENG



რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

02 აპრ 202022:17
3 წუთის საკითხავი
 
tskpbczfvgxqtky.png

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

როგორც ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრში „ფორმულას“ განუცხადეს, ერთ-ერთი მათგანი რუსთავის საკრებულოს დეპუტატია. გარდა ამისა, ინფიცირებულია დეპუტატის მამაც, ხოლო ცოლი და 4 შვილი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 134 პირს დაუდასტურდა. აქედან, 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 550 პირი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტი. 

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტები. 

ჯანმომ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა.


close დახურვა