logo
ENG



რუსულ გემზე ცნობილი ფრაზის ავტორი ტყვეობიდან გაათავისუფლეს

23 მაი 202217:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/23/y8aap114ib085kt.jpg

ცნობილი ფრაზის ავტორი "Русский военный корабель, иди на х#й", მესაზღვრე რუსების ტყვეობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მის ვინაობას არ ასაჯაროებენ.

როგორც კუნძულ ზმეინის სასაზღვროს უფროსმა ბოგდან გოცკიმ აღნიშნა, რადიოსადგურზე წვდომა მხოლოდ მესაზღვრეებს ჰქონდათ. მისივე თქმით, რუსები მესაზღვრეებს სთავაზობდნენ სამსახურს, მაღალ ხელფასს და სტაბილურობას, თუმცა მათ ყველაფერზე უარი თქვეს და ტერიტორიას იცავდნენ.

გოცკი ამბობს, რომ ერთ-ერთმა მესაზღვრემ რუსული გემი ცნობილი მიმართულებით გაუშვა, თუმცა მის ვინაობას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განგებ არ ასაჯაროებდნენ, რათა მესაზღვრისთვის დამატებითი საფრთხე არ შეექმნათ.

"ეს ჩემი ხელქვეითია. თვენახევარი იყო ტყვეობაში, ახლა თავისუფალია. მესაზღვრის ვინაობა, რომელიც ცნობილი ფრაზის ავტორია, განგებ არ სახელდებოდა, რადგან ის ტყვეობაში იმყოფებოდა და მისთვის დამატებითი საფრთხის შექმნა არ გვინდოდა. ახლა, მადლობა ღმერთს ის თავისუფალია. გარკვეული მიზეზების გამო, მის ვინაობას კიდევ ცოტა ხანს არ გავასაჯაროებთ. როდესაც მედიები ინტერესდებოდნენ ფრაზის ავტორით, შეიარაღებული ძალები, ასევე სასაზღვრო სამსახური ყველანაირად ვცდილობდით, რომ მისთვის ტყვეობაში დამატებითი საფრთხე აგვერიდებინა", - თქვა გოცკიმ.", - თქვა გოცკიმ.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი ფრაზის ავტორობას ზოგიერთი მედიასაშუალებები მიაწერდნენ საზღვაო ქვეითს რომან გრიბოვს, თუმცა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური თავიდანვე აცხადებდა, რომ ფრაზა მათ თანამშრომელს ეკუთვნის.

ახლა სასაზღვრო სამსახურში ამბობენ, რომ რომან გრიბოვის დასახელება ცნობილი ფრაზის ავტორად, იყო სპეცოპერაცია, რათა კუნძულ ზმეინისთან ტყვედ აყვანილი ადამიანებისთვის [სამხედროები, მესაზღვრეები საზღვაო ქვეითები] დამატებითი საფრთხე არ შეექმნათ.

 


close დახურვა